მედიცინა

ექიმის რჩევები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.02, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 60 წლის. მაქვს საყლაპავის თიაქარი, სიმძიმის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა. თითქოს ლუკმა მადგას კუჭზე და ნერწყვის ყლაპვის დროსაც კი თითქოს დიდი ლუკმა ჩადის. მკურნალობის 2 კურსი ჩავიტარე ნექსიუმით და ალმაგელით, მაგრამ ამაოდ. იქნებ მირჩიოთ რამე.

პასუხი: საყლაპავის თიაქარის მკურნალობა უმეტესწილად სიმპტომების შემსუბუქებაზეა მიმართული, როგორიცაა მაგალითად, გულძმარვა. ამ დროს ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტებით მკურნალობა საუკეთესო მეთოდია. ოპერაცია კი იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, თუ პაციენტს მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატარება არ სურს ან სხვა მკურნალობის მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო. რჩევები კი შემდეგია: უმჯობესია, მიირთვათ ხშირად პატარ-პატარა ულუფებით; ჭამის ან სითხის მიღების შემდეგ სამი საათის განმავლობაში არ დაწვეთ; კვებითი რაციონიდან ამოიღეთ ყველა ის საკვები, რომელიც სიმპტომებს აუარესებს. გარდა ამისა, გირჩევთ, მიმართოთ თქვენს გასტროენტეროლოგს, რათა გადახედოს მკურნალობის სქემას.

კითხვა: 1 კვირის წინ კოჭში მძიმე საგანი მომხვდა. რამდენიმე დღე ვისვამდი ფასტუმგელს, შემდეგ ღრუბელას გელს, მაგრამ დასიება და ტკივილი ისევ მაქვს. ცისტიტის გამო ვერ ვახერხებ, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში მქონდეს. რას მირჩევთ?

პასუხი: ჩვენი რჩევაა ჩაიტაროთ კოჭ-წვივის რენტგენოლოგიური კვლევა, გამოსარიცხია მოტეხილობა, ღრძობა, რათა სწორად შეფასდეს მდგომარეობა და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.

კითხვა: ვარ 22 წლის ბიჭი, მაქვს გენეტიკური თმის ცვენა. მივმართე კლინიკას, სადაც მეზოთერაპიით და პლაზმოთერაპიით მკურნალობა მირჩიეს. გავარკვიე, რომ მეზოთერაპიის კოქტეილი შეიცავს ფინასტერიდს და მინოხიდილს, რომლებმაც შესაძლოა, სქესობრივი პრობლემები გამოიწვიონ. ექიმი მეუბნება, არაფერი მოგივაო. იქნებ მითხრათ, თუ ამ მედიკამენტებს ასეთი უკუჩვენება აქვს, რატომ არის გამორიცხული, რომ მეზოთერაპიის შემდეგ მსგავსი პრობლემები არ დამეწყება? სქესობრივ პრობლემებს მირჩევნია, თმა სულ გამცვივდეს!

პასუხი: ამ პრეპარატებმა შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიონ მხოლოდ მათი ხანგრძლივი გამოყენების შემთვევაში. ასე რომ, მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი