მედიცინა

ავიტამინოზი

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.05, 2021 წელი

ავიტამინოზი
დაკოპირებულია

ავიტამინოზის სიმპტომები, პირველ რიგში, თქვენს კანზეა შესამჩნევი. ამ დროს კანი დუნდება, ხდება მშრალი, ფერმკრთალი და ადვილად გაღიზიანებადი. ტუჩის კუთხეებში კანი იბზარება. ღრძილებიდან იწყება სისხლდენა.

ავიტამინოზის მქონე პაციენტები უჩივიან სისუსტეს, აპათიურობას დამუდმივი დაღლილობის სინდრომს.

პაციენტს ავიტამინოზის დროს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

• მეხსიერების დაქვეითება;

• არსებული ქრონიკული დაავადების სიმპტომების გაუარესება;

• თმის, კანისა და ფრჩხილების მტვრევადობის მომატება;

• სისხლდენა ღრძილებიდან;

• ნახეთქები პირის კუთხეებში;

• მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა;

• მუდმივი სიცივის შეგრძნება სხეულში;

• კონცენტრაციის დაქვეითება;

• კუნთების ტკივილი და სპაზმი.

ავიტამინოზის მკურნალობა:

ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებისა და მინერალების ხელოვნური გზით მიწოდება, მხოლოდ დროებით შეიძლება და არა ხანგრძილივი დროის განმავლობაში. ყველაზე კარგი გამოსავალია, ზუსტად ვიცოდეთ, რომელი საკვები პროდუქტი დაგვეხმარება და აღადგენს ჩვენს ორგანიზმში, A ვიტამინის რაოდენობას.

ავიტამინოზის მკურნალობის ხალხური მეთოდები:

ნიორი – ვიტამინების ნაკლებობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შეგიძლიათ, მიირთვათ დღეში 3 კბილი ნიორი. თუ ეს დისკომფორტს შეგიქმნით, ნაყენი მოამზადეთ: ამისათვის 1 თავ გარჩეულ ნიორს დაასხით 300 გრამი არაყი. მჭიდროდ დაახურეთ და 3 კვირის განმავლობაში, ბნელ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ 20 წვეთი, 3-ჯერ დღეში. მეტი ეფექტისთვის ნახევარი ჭიქა რძე დააყოლეთ.

მოცხარი, ანუ ხუნწი – ერთ სუფრის კოვზ კენკრას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4 საათით, გადაწურეთ და მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ;

ასკილი – ერთ ლიტრ წყალში ჩაყარეთ წინასწარ დაჭრილი, 5 სადილის კოვზი ასკილი, დადგით დაბალ ცეცხლზე და 10 წუთი დუღილის შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 8 საათი და მთელი დღის განმავლობაში ჩაის მაგივრად მიირთვით;

არყის ფოთლები – 100 გრამი არყის ფოთოლი ფრთხილად დაანაწევრეთ, ჯობს, ეს ხელით გააკეთოთ და არა დანით. დაასხით 500 მილილიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

წელიწადის უმეტესი დროის განმავლობაში ადამიანებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ მზის აბაზანებს, ხოლო ვიტამინების სინთეზური ფორმები ზამთრის რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღონ.
15 წუთით მზის გულზე ყოფნაც კი საკმარისია, რომ ორგანიზმმა D ვიტამინის ნორმალური დონე შეინარჩუნოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი