ბელადები

როგორი გავლენა მოახდინა სტალინზე კიროვის ვერაგულმა მკვლელობამ

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.01, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

მავანნი ამტკიცებენ, რომ თითქოს, იოსებ სტალინმა საბჭოთა ხალხს, მათ დასამორჩილებლად და ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, სისხლიანი გენოციდი მოუწყო, თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ისტორიული დოკუმენტები საპირისპიროზე მეტყველებს... 

ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი გრიგორი კაზანცევ-პორტნოი წერს: „იმის მტკიცება, რომ სტალინი ერთპიროვნული მმართველი არ ყოფილა და მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამება. სტალინს, ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, შეუზღუდავი ძალაუფლებაც ჰქონდა და ქვეყანას ერთპიროვნულადაც მართავდა, თუმცა, პრაქტიკულად, უშეცდომოდ. იყო რეპრესიებიც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სტალინის ერთპიროვნული მმართველობა რომანტიკოს „კობას“ სამართლიანობის იდეის აღსასრულებლად სჭირდებოდა და ამ იდეის განსახორციელებლად ეს მის ხელში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო. ხოლო, რაც შეეხება რეპრესიებს, ეს იყო პასუხი იმ გამოწვევებზე, რასაც ოპოზიციის ქურქში გახვეული „საბოტაჟნიკი“ მტრები აწყობდნენ და რომლებსაც საერთაშორისო იმპერიალისტური ძალებისგან ქვეყნის დაქცევა ჰქონდათ დავალებული. ანუ, ამ ძალებმა ქვეყანას ომი გამოუცხადეს და სტალინს, როგორც ქვეყნის მეთაურს, სხვა საშუალება არ დარჩა, რომ ამ ომში არ ჩართულიყო და საპასუხო ზომები არ მიეღო...

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ბოლშევიკებში, როგორც იატაკქვეშა მოღვაწეობის პერიოდში, ასევე ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა დემოკრატიულ ურთიერთობებს. ეს სტილი ჯერ კიდევ ლენინმა დაამყარა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. თუმცა, ილიჩის გარდაცვალების შემდეგ, ეგრეთ წოდებული, ოპოზიცია ამ მონაპოვარს, ანუ დემოკრატიას, ბოროტად იყენებდა და ქვეყნის დასაქცევად მიმართავდა. სტალინი დემოკრატიულ პოლემიკას არასდროს არიდებდა თავს, აქტიურად ერთვებოდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ამიტომაც უმრავლესობა მას უჭერდა მხარს. ხოლო სტალინის მთავარი ოპონენტი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტროცკი, მარცხდებოდა. ამგვარად, შეიცნო რა ოპოზიციამ, რომ სტალინს სიტყვიერი ოპონირებით ვერ აჯობებდნენ, საბოტაჟსა და ტერორიზმზე გადავიდნენ. ტროცკის დავალებით, ერთი მხრივ, სტალინისა და მისი მომხრეების შესახებ ცილისმწამებლური ხმების გავრცელება ხორციელდებოდა, რასაც მთელი დასავლური პრესა უჭერდა მხარს, მეორე მხრივ კი ისინი ძალადობრივ აქციებს ახორციელებდნენ – საბოტირებას უწევდნენ ეკონომიკას, ძარცვავდნენ ხაზინასა და ფიზიკურად ანადგურებდნენ სტალინის მომხრეებს. თავად სტალინზე 1920-1930-იან წლებში ოცზე მეტი თავდასხმა განხორციელდა და რამდენიმეჯერ სტალინი დაშავდა კიდეც, თუმცა, ცოცხალი გადარჩა. მიუხედავად ასეთი ტერორისტული შემოტევისა, სტალინს თითქმის არავინ დაუსჯია სიკვდილით და როგორც „საბოტაჟნიკები“, ასევე ტერორისტები მხოლოდ და მხოლოდ ციხეში ჩასვა, შემდეგ კი გაათავისუფლა. ხოლო მთელი ამ საქმის მოთავე ტროცკი კი ქვეყნიდან გააძევა. თუმცა, სტალინის შემწყნარებლობით გათამამებული ტროცკისტული ოპოზიცია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა და აშკარა ტერორს მიჰყო ხელი, რაც 1934 წლის 1 დეკემბერს სერგეი კიროვის მკვლელობაში გამოიხატა. აი, ამან კი გააცოფა სტალინი, რადგან კიროვი მისი უახლოესი მეგობარი იყო. ამასთან, სტალინი მიხვდა, რომ დრო იყო, ნახევარზომებიდან მკაცრ მოქმედებაზე გადასულიყო და ასეც მოიქცა...“
იმასთან ერთად, რომ კიროვი სტალინის უახლოესი და უერთგულესი მეგობარი იყო, ის სტალინის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საყრდენს წარმოადგენდა და მტრებმა სწორად გათვალეს, როდესაც კიროვი მოკლეს.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სერგეი მირონის ძე კიროვი ლეონიდ ნიკოლაევმა 1934 წლის 1 დეკემბერს, დღის 16 საათსა და 30 წუთზე მოკლა სმოლნში, ანუ ლენინგრადის იმ ცნობილ შენობაში, სადაც საოლქო კომიტეტი მდებარეობდა და სადაც კიროვი მუშაობდა. სტალინმა ეს ამბავი ზუსტად 17 საათსა და 45 წუთზე შეიტყო. იმ დროს სტალინი თავის კაბინეტში ბრიტანელ პარლამენტართა დელეგაციას ხვდებოდა. ამ შეხვედრას უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეესრულებინა საბჭოეთისთვის და სტალინს ნაბრძანები ჰქონდა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ის არავის შეეწუხებინა. თუმცა, 17 საათსა და 45 წუთზე სტალინის კაბინეტში მაშინდელი დაცვის უფროსი კარლ პაუკერი შევიდა და კიროვის სიკვდილი აუწყა. პაუკერი ასე იხსენებდა ამ მომენტს: „კიროვის სიკვდილი რომ გაიგო, სტალინი გაფითრდა და თავი ჩაღუნა. შემდგომ სტუმრებს ბოდიში მოუხადა და კაბინეტიდან ჩემთან ერთად გამოვიდა, ნაბიჯს აუჩქარა და აღელვებულმა მითხრა: სასწრაფოდ ლიტერული მატარებელი მოამზადონ, ლენინგრადში მივემგზავრებითო... ლენინგრადში ძალიან მალე ჩავედით, რადგან შეუჩერებლად ვმოძრაობდით და შუაღამე დგებოდა, როდესაც სმოლნში შევაბიჯეთ. სტალინმა ორი სართულის ბლოკირება ბრძანა და თავად განახორციელა კიროვის მკვლელობის გამოძიება. ჯერ მან მკვლელი ნიკოლაევი დაჰკითხა და საჭირო ინფორმაციები მისგან შეიტყო. ამას კი 76 ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა და სმოლნი საგამოძიებო სახლად გადაიქცა. სტალინი ორი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა, წამითაც არ მოუხუჭავს თვალი და მხოლოდ 4 დეკემბერს დაბრუნდა მოსკოვში“...
სწორედ, კიროვის ვერაგულმა მკვლელობამ მიახვედრა სტალინი, რომ მოძალადე „საბოტაჟნიკებსა“ და ტერორისტებს მხოლოდ მკაცრი სასჯელი გააჩერებდა. ამიტომ, სპეციალური ორგანოები გულდასმით იძიებდნენ ყველა საქმეს და სასამართლოც მკაცრად სჯიდა მათ. მტერი საკმაოდ მრავლად გამოჩნდა, თუმცა ანტისტალინისტებმა მათ სტალინური რეპრესიების მსხვერპლი შეარქვეს, რაც ტყუილია...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი