ბელადები

როგორ შეიმუშავა სტალინმა აფრო-აზიური სივრცის დეკოლონიზაციის დოქტრინა

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.05, 2021 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დიდი პოლიტიკოსობა მხოლოდ იმაში არ გამოიხატებოდა, რომ მას ძალაუფლების ფლობის უშრეტი უნარი ჰქონდა, არამედ მის შორსმჭვრეტელობაშიც და ამის თვალსაჩინო ნიმუშია, ეგრეთ წოდებული, „აფრო-აზიური“ დოქტრინა...

პუბლიცისტი ოლეგ ბაჟენოვი წერს:

„ბურჟუაზიული ხედვის ისტორიკოსები საგულდაგულოდ მალავენ და აკნინებენ იმ ფაქტს, რომ ეგრეთ წოდებული, აფრო-აზიული დეკოლონიზაცია იოსებ სტალინის იდეა იყო და საბჭოთა ბელადი ყოველმხრივ უწყობდა ამას ხელს და ამ ძალისხმევამ შედეგი საკმაოდ მალევე გამოიღო. სტალინი, როგორც განსაკუთრებულად ერუდირებული და მსოფლიო პოლიტიკის არა მხოლოდ ანალიტიკოსი, არამედ წარმმართველიც, ჯერ კიდევ 1941 წლის დასაწყისში ფიქრობდა აფრიკისა და აზიის კოლონიური ქვეყნების დეკოლონიზაციაზე და ამ მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებსაც ადგენდა. საბჭოთა ბელადს, უბრალოდ, ჰიტლერის შემოჭრამ შეუშალა ხელი, ეგრეთ წოდებული „აფრო-აზიური“ დოქტრინის განხორციელებაში, რომელიც მან დიდი გულმოდგინებით დაამუშავა...

აკადემიკოსი გიორგი არბატოვი წერდა:

„იოსებ სტალინი მრავალპლანიანი ფიგურა იყო და პოლიტიკას მრავალწახნაგოვნად, არაერთი კუთხით უყურებდა. ის გლობალურ პოლიტიკაში ისე გრძნობდა თავს, როგორც „თევზი წყალში“ და მხედველობიდან არაფერი რჩებოდა. სტალინი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს მიხვდა, რომ აფრო-აზიური სივრცე ასათვისებელი იყო და ის გამოსადეგი იყო როგორც იდეოლოგიური, ასევე ეკონომიკური კუთხით და საბჭოთა ბელადმა შეიმუშავა აფრო-აზიური სივრცის დეკოლონიზაციის დოქტრინა, რომელიც მის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში მოსულმა მმართველებმა გამოიყენეს, თუმცა, ძალიან მცირედ და მაინც დიდი ეფექტი მიიღეს. სტალინს მიაჩნდა, რომ თუ დაძაბული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის პირობებში აფრო-აზიურ სივრცეში სოციალიზმის სისტემის კულტივირებას ნაწილობრივ მაინც განახორციელებდა, უდიდეს სარგებელს მიიღებდა. ერთი მხრივ, გათავისუფლებულ ეროვნულ სახელმწიფოში საბჭოთა კავშირს მხურვალე მხარდამჭერი ეყოლებოდა, მეორე მხრივ კი სამხედრო-პოლიტიკური გვერდში დგომის სანაცვლოდ აფრო-აზიურ სივრცეში მოქცეული ქვეყნებიდან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდა – ოქროს, ალმასებს, სხვა ძვირფას ლითონებსა და თვლებს, აგრეთვე, ნავთობსა და ურანს... ყველაფერი ეს კი სოციალისტურ-კომუნისტურ იდეოლოგიასთან ერთად უდიდესი ძალა იყო კაპიტალისტურ-ოლიგარქიულ-იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ.

ამიტომ, საბჭოთა ბელადმა თავისი დოქტრინის განხორციელება მცირე დოზებით ჯერ კიდევ ჰიტლერის შემოჭრამდე დაიწყო. ასეთივე დოზებით აგრძელებდა მთელი ომის განმავლობაში და ჰიტლერის დამარცხების შემდეგ კი ძალისხმევა გააათმაგა.

მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სტალინის დავალებით, საბჭოთა დაზვერვამ აფრიკულ კონგოში ახალგაზრდა პატრის ლუმუმბა აღმოაჩინა, რომელიც შემდგომ აფრიკის გათავისუფლების სიმბოლოდ იქცა და კონგოს პრემიერიც გახდა. 1946 წელს ფოსტის ეს რიგითი მოხელე, 21 წლის ახალგაზრდა, სტალინმა კრემლში საიდუმლოდ მიიღო, სამი საათის განმავლობაში ესაუბრა და ის უკანვე დააბრუნეს თავის სამშობლოში. მანამდე კი სამთვიანი კურსები გაატარეს და ნიჭიერ აფრიკელ ყმაწვილს სოციალისტურ-კომუნისტური იდეები ჩაუნერგეს თავში. ლუმუმბას ფარულად აფინანსებდა საბჭოთა დაზვერვა. ეს ყველაფარი სტალინის უშუალო მოფიქრებული იყო და გაამართლა კიდეც. მსგავსი პრეცედენტები შეიქმნა როგორიც სხვა აფრიკულ, ასევე, აზიურ ქვეყნებში და სტალინის დოქტრინამ იქაც კარგად იმუშავა...“

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიგო რა აფრო-აზიური დოქტრინის შესახებ თავი მოიქაჩლა და თავადაც იმავე გზას დაადგა. თუმცა, სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ბრძოლა აფრო-აზიური სივრცისთვის პირწმინდად წააგეს და მხოლოდ ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როდესაც ნიკიტამ სტალინის დოქტრინის განხორციელება შეაჩერა, მოახერხეს ამერიკელებმა პრიორიტეტის მოპოვება და აფრიკული და აზიური ნავთობი ხელში ჩაიგდეს, რასაც სტალინის სიცოცხლეში ვერ ახორციელებდნენ.

სხვათა შორის, ნაწილობრივ სტალინის პროექტი იყო ფიდელ კასტრო და ამან ასი პროცენტით გაამართლა. მართალია, საბჭოთა ბელადი პირადად არ შეხვედრია მგზნებარე კუბელ რევოლუციონერს, რომელიც შემდეგ კუბის ლიდერი გახდა, მაგრამ 1950 წლის მაისში საბჭოთა დაზვერვამ დაამყარა კონტაქტი 24 წლის იურისტ კასტროსთან და მას მერე კავშირი არ გაუწყვეტიათ, რაც 1959 წლის კუბური რევოლუციის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ რომ, სტალინმა მოიფიქრა ის, რომ შეერთებული შტატებიდან 90 მილის მოშორებით, შორეულ კუბაში სახელმწიფოს სათავეში პროსაბჭოური, კომუნისტური ხელისუფლება მოსულიყო და ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი