ბელადები

როგორ გადააღებინა ბერიამ საბჭოთა აგენტებს ფაშისტების მხეცობები

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.07, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას, ყველა დამსახურებებთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის ებრაელი ხალხის წინაშე. საქმე ისაა, რომ მისი ძალისხმევით მნიშვნელოვანწილად შეფერხდა მათი გენოციდი მეორე მსოფლიო ომის დროს. და რომ არა ბერია, 6 მილიონი განადგურებული ებრაელის ნაცვლად, სავარაუდოდ, იქნებოდა გაორმაგებული რაოდენობა და 12 მილიონს მიაღწევდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „რაღაცნაირად გამორჩენილი ფაქტია ის, რომ გაზის კამერებში ებრაელების ხოცვა და მათი შემდგომი კრემაციის ამბავი მსოფლიომ მხოლოდ 1942 წლის მიწურულს შეიტყო. ალბათ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ პროცესის შესახებ ყველაფერი თავიდანვე იყო ცნობილი... არამც და არამც. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ებრაელებს გეტოებში ათავსებდნენ და ძარცვავდნენ. დანარჩენი კი ძალიან გასაიდუმლოებული იყო. ფაშისტებმა კი კარგად იცოდნენ საიდუმლოებების დაცვა და რომ არა საბჭოთა დაზვერვა, ამის შესახებ მსოფლიო, ალბათ, ომის დასრულებამდე ვერ შეიტყობდა. ამასობაში კი თითქმის მთელ ებრაელობას გაწყვეტდნენ“.

1942 წლის მიწურულისთვის ფაშისტებს უკვე 4 მილიონი ებრაელი ჰყავდათ კრემატორიუმებში დამწვარი, რაც მათი მსხვერპლის (6 მილიონი) 2 მესამედი იყო. მართალია, საბჭოთა დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა სიკვდილის ბანაკებში, მაგრამ ამის ფაქტობრივი დადასტურება კი – არა...

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ფაშისტებმა ებრაელების მასობრივი კრემაცია 1941 წლის მიწურულს დაიწყეს და ერთ წელიწადში 4 მილიონი ადამიანი გაჟლიტეს. ჩვენ ამ ბარბაროსობის შესახებ უკვე რამდენიმე დღეში ვიცოდით. მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტები მოსკოვს იყვნენ მომდგრები, კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და ამისთვის არ გვეცალა, მაინც მოვახერხეთ. მახსოვს, დეკემბრის თვე იდგა, როდესაც ბერიას ეს ინფორმაცია მივუტანე. მან წაიკითხა და მკითხა:

– შეცდომა ხომ არაა აქ?

– არა, ამხანაგო ბერია. სრული სიმართლეა, – ვუპასუხე ბერიას, რომელმაც თავი გააქნია და თქვა:

– აქ წერია, რომ დამწვარი გვამებისგან ძვლებს ნიადაგის გასაპოხიერებლად იყენებენ. დაწვამდე კი ადამიანის ქონიდან საზეთ-საპოხ საშუალებებს ამზადებენ. უკვე აღარაფერს ვამბობ ოქროს კბილების დაძრობასა და გადადნობაზე...

– ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა, ამხანაგო „ნარკომო“ (სახალხო კომისარი), ვუთხარი ბერიას.

– ჰოდა, თუ მართალია, მაშინ ეს მსოფლიომ უნდა შეიტყოს, – თქვა ბერიამ. შემდეგ ჩაფიქრდა და დაამატა, – თუმცა, ამას არავინ დაიჯერებს. ამიტომ დოკუმენტური დადასტურება გვჭირდება და კინო და ფოტომასალები უნდა მოვიპოვოთ.

მოვიფიქრეთ ასეთი რამ – ჩვენს სპეცლაბორატორიაში უმოკლეს დროში შექმნეს მინი კინოკამერა, რომელიც ტანსაცმელზე მონტაჟდებოდა და შეეძლო, თხუთმეტი წუთის განმავლობაში ეწარმოებინა უწყვეტი, უხმო გადაღება. შემდეგ, მოკლე დროში მოვამზადეთ სამი ჩვენი თანამშრომელი, რომლებსაც ამ საშინელების ამსახველი კადრები უნდა გადაეღოთ. სამიზნედ, ოსვენციმის სიკვდილის ბანაკი ავირჩიეთ და ოპერაციაც დაიწყო... სამი აგენტიდან ორი ქალი იყო და სწორედ მათ იყოჩაღეს. თითოეული მათგანი დაუახლოვდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ორ მაღალჩინოსანს და „გარკვეული მანიპულაციების“ შემდეგ მოახერხეს 15-15-წუთიანი კინოკადრების ჯერ გადაღება, შემდგომ კი ფირების გამოტანა. ამ ფირებზე ასახული იყო, თუ როგორ შეჰყავდათ შიშველი ებრაელები გაზის კამერებში. ასევე; ისიც, თუ როგორ ათავსებდნენ შიშველ ცხედრებს კრემატორიუმში... ჩვენი მესამე აგენტი მამაკაცი იყო. მართალია, მან ვერ შეძლო იმის გადაღება, რაც ქალმა აგენტებმა მოახერხეს, მაგრამ მის ფირებზე ასახული იყო ოსვენციმის ტყვეები. მათი გამხდარი, ნაწამები სახეები და სხეულები. ამგვარად, ჩვენ ხელთ გვქონდა 45-წუთიანი ფირი, რაც საკმარისი სამხილი იყო ფაშისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისა და შეგვეძლო, თამამად გვემოქმედა...“

ბერიას ჩანაფიქრის მიხედვით, რომის პაპს პიუს მეთორმეტეს უნდა მოეწოდებინა ჰიტლერისთვის, რომ ებრაელების გენოციდი შეეწყვიტა. საამისოდ კი ერთმა კარდინალმა, საბჭოთა დაზვერვის აგენტმა ფოტოები უჩვენა პონტიფიკს (პაპს), თუმცა მას ხმა არ ამოუღია, რადგან ჰიტლერთან ახლო მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. და მხოლოდ მას შემდეგ, ამოიღო ხმა, რაც პიუს მეთორმეტეს გარკვევით უთხრეს, რომ მისი ეს დუმილი მსოფლიოსთვის გახდებოდა ცნობილი. ამას ისიც დაერთო, რომ საბჭოთა კავშირმა 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გააკეთა ფაშისტების მხეცობებზე. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საგრძნობლად შენელდა სიკვდილის კონვეიერი. შემდგომი ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კრემაცია გაუკეთდა 2 მილიონ ადამიანს და რომ არა ბერიას ძალისხმევა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი