ბელადები

როგორ გააცურა სტალინმა როკფელერებისა და როტშილდების კლანები

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.04, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი უდიდესი აღმშენებელი იყო და ამასთან, უბრალო, პატიოსანი ადამიანების ქომაგი. 

მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ხალხის ყოფის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. ის ყველანაირად ცდილობდა იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც ყველა თანაბრად კარგად იცხოვრებდა. სტალინს მიაჩნდა, რომ ამ დიადი მიზნის მისაღწევად და კაპიტალისტების „დასაბერტყად“ ყველა საშუალება იყო მისაღები...

ისტორიის დოქტორი სამსონ პანიადი წერს: „სტალინისეული „დაბერტყვის“ ცნება ნიშნავდა მდიდარი კაპიტალისტების ფულისა და სხვა სახსრების გამოყენებას სოციალისტური და კომუნისტური სახელმწიფოების მშენებლობაში. სტალინი ძალიან კარგად ერკვეოდა ეკონომიკის საკითხებში და იცოდა, რომ მსხვილი კაპიტალისტების ინვესტიციების გარეშე მიწასთან გასწორებულ, ნაომარ სახელმწიფოს ფეხზე ვერ დააყენებდა. ამიტომ მას მსხვილი უცხოური კაპიტალი სჭირდებოდა და საამისოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი გვიყვება: „1945 წელს სტალინმა უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ ორი დიდი მოკავშირე – შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მკვეთრად შეიცვლიდნენ პოზიციებს და საბჭოეთთან კონფრონტაციაში შევიდოდნენ. ამას კი ეკონომიკური დახმარების შეწყვეტა მოჰყვებოდა. არადა, ომისგან მიწასთან გასწორებული ქვეყანა აღსადგენი იყო, თანაც ძალიან სწრაფად აღსადგენი და მართლაც, ანგლო-ამერიკელებმა ჯერ სრულიად მიუღებელი პოლიტიკური მოთხოვნები წამოუყენეს სტალინს და ევროპის დეოკუპაცია მოსთხოვეს, რასაც საბჭოთა ბელადი ნამდვილად არ დაუშვებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ამას მოჰყვებოდა ევროპის ანგლო-ამერიკული ოკუპაცია და საბჭოეთს უდიდესი საფრთხე შეექმნებოდა. როდესაც სტალინმა ამაზე უარი განაცხადა, შეწყდა ამერიკული დახმარების პროგრამა – „ლენდ-ლიზი“ და დაიწყო გამოცხადებული „ცივი ომი“. ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირი მარტო დარჩა უდიდეს გასაჭირთან და მიუხედავად ხალხის დიდი ენთუზიაზმისა, გაპარტახებული ქვეყანა მარტო ამით ფონს ვერ გავიდოდა. საჭირო იყო ფინანსები, ინვესტიციები, ტექნიკა-მოწყობილობები და ტექნოლოგიები. ამიტომ, იოსებ სტალინმა ჭკვიანურ ხერხს მიმართა და საქმეში ჩართო მსოფლიოს უდიდესი, უმდიდრესი კლანები, რომლებიც მსოფლიო გავლენისთვის ერთმანეთს ეპაექრებოდნენ – მან როკფელერებთან და როტშილდებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა და რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე...“

მსოფლიოს ორ უდიდეს ფინანსურ კლანთან სტალინისა და მისი უახლოესი თანამებრძოლების მოლაპარაკებების ისტორიას დღემდე გულმოდგინედ მალავენ როგორც რუსეთში, ასევე შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრიაში.

ამ ისტორიის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, ისიც მხოლოდ ვიაჩესლავ მოლოტოვის ინტერვიუდან, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ობიექტურად შეფასდეს სტალინის ღვაწლი დაქცეული ქვეყნების აღმშენებლობის საქმეში.

მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა საბჭოეთი „ნულზე დასვეს“ (ჩერჩილის ტერმინი) და სტალინისგან კაპიტულაციას ელოდნენ, საბჭოთა ბელადმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და 1947 წლის თებერვალში ცალ-ცალკე ორი საიდუმლო მოლაპარაკება გამართა ერთმანეთთან დაპირისპირებული როკფელერებისა და როტშილდების კლანების უფროსებთან. 4 თებერვალს მოსკოვში 32 წლის დევიდ როკფელერი ჩაფრინდა და სტალინს სამჯერ შეხვდა. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ თვით სტალინი, ბერია, მოლოტოვი და გენერალი პავლე სუდოპლატოვი, რომელიც როკფელერს ამერიკიდან მოჰყვებოდა და მისი უსაფრთხოება ევალებოდა. ასევე, სუდოპლატოვმა ჩააცილა როკფელერი უკან. 11 თებერვალს კი მოსკოვს უკვე ფრანგი ბანკირი, 37 წლის გი დე როტშილდი ესტუმრა და ისიც სამჯერ შეხვდა სტალინს. საბჭოეთის დედაქალაქში როტშილდიც სუდოპლატოვის თანხლებით ჩამოვიდა და უკანაც მისი თანხლებით დაბრუნდა. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ამ შეხვედრებიდან სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ საბჭოეთში შემოვლითი გზით შემოდიოდა იმ პერიოდისთვის თანამედროვე დაზგა-მოწყობილობები, საჭირო ნედლეული და სავალუტო სახსრები, რაც ამ ყველაფრის შეძენის საშუალებას იძლეოდა. საქმე ის იყო, რომ მათ შესაძენად საბჭოთა კავშირს თანხები არ გააჩნდა, ხოლო ტექნოლოგიებისა და სხვა საჭირო მოწყობილობების საბჭოეთში შეტანა ანგლო-ამერიკელების (მათი მთავრობების) მიერ იყო ტაბუირებული, აკრძალული.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოლოტოვს ინტერვიუში წამოსცდა: „სტალინმა როტშილდები და როკფელერები ოსტატურად მოატყუა, რომ იტყვიან, „გადააგდო“. შეჰპირდა მათ, რომ ურალისა და ციმბირის სიმდიდრეებს იჯარით მისცემდა და ზოგიერთი უმნიშვნელო ტერიტორიებიც კი დააზვერინა. სამაგიეროდ, როკფელერის ფარულად შემოჰქონდა ამერიკული ტექნოლოგიები, როტშილდი კი შესაძენ ფულს გამოჰყოფდა და ეს 4 წელი გრძელდებოდა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა აღმშენებლობის მანქანების დასაქოქადო...“

1956 წელს როკფელერს ამერიკის მთავრობამ შეუტია და „ლევი მიწოდებები“ შეწყდა, თუმცა უკვე 280 მსხვილი საწარმო იქნა აღდგენილი და არაერთი დიდი ქალაქი გაიმართა წელში. დამზადდა ატომური ბომბიც და საბჭოეთისთვის დასავლური ბოიკოტი უკვე აღარ წარმოადგენდა საფრთხეს. გამოვიდა, რომ სტალინმა მოწინააღმდეგეები, ასევე, მოწინააღმდეგეების გამოყენებით დაამარცხა ეს წარმატებული კომბინაცია კი მისი გენიის ნაყოფი იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი