ბელადები

როგორ გააცურა სტალინმა ბოლშევიკური პარტიის ორი „ებრაული ფრთა“

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.04, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი რომ გენიალური პოლიტიკოსი იყო, ეს ფაქტია და მთელი მსოფლიო აღიარებს, მათ შორის მტრებიც. თუმცა სტალინის გენიალობა მხოლოდ მისი მმართველობით ან იატაკქვეშა მოღვაწეობით არ შემოიფარგლება, აქ ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, რომ თავად სტალინმა მოიფიქრა და განახორციელა ის პოლიტიკური კომბინაცია, რამაც მას მომავალში აბსოლუტური ძალაუფლების ხელში აღების საშუალება მისცა... 

ისტორიკოს-პუბლიცისტი ოლეგ პახმუტოვი წერს: „სტალინი გენიოსი იყო და გენიალურადაც ფლობდა პოლიტიკური ინტრიგის ხელოვნებას. მან შესანიშნავად უწყოდა, რა უნდა გაეკეთებინა მომავალში და რა მიზნისთვის მიეღწია. კიდევ უფრო კარგად იცოდა, რომ მიზნის მისაღწევად აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება იყო აუცილებელი, ამისთვის კი ტიტანური ბრძოლის გადატანა დასჭირდებოდა და თუკი ტრადიციულ პოლიტიკურ ინტრიგებში გაეხვეოდა, შესაძლოა, გამარჯვება სხვას დარჩენოდა. ამიტომ სტალინმა ერთ ძალიან ფარულ და ეშმაკურ გზას მიმართა და ისეთი პოლიტიკური საჭადრაკო პარტია გაითამაშა, რომ როდესაც მისი მტრები მიხვდნენ, რაში იყო საქმე, უკვე ვეღარაფერს გამოასწორებდნენ. სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინის ძალაუფლების საიდუმლო იყო გენერალური მდივნის პოსტი, რომელზეც იოსებ ბესარიონის ძე 1922 წლის 3 აპრილის ბოლშევიკთა მეთერთმეტე ყრილობაზე დაინიშნა (უფრო სწორად აირჩიეს). მოდი, მიმოვიხილოთ იმ პერიოდის პოლიტიკური ვითარება ბოლშევიკთა კომუნისტური პარტიის რიგებში: ქვეყანას სამოქალაქო ომი უკვე მოგებული ჰქონდა და მტრულად განწყობილი უცხოეთის ქვეყნები საბჭოეთთან ნელ-ნელა ამყარებდნენ კავშირს. საბჭოთა კავშირიც შექმნილი იყო, ანუ ძირითადი სოვეტიზაცია – დასრულებული. ახალ მთავრობას, ანუ ბოლშევიკებს, ამ უზარმაზარი ტერიტორიის ულევი ბუნებრივი და ადამიანური რესურსები ხელში ჰქონდათ ჩაგდებული. ერთი სიტყვით, მიმდინარეობდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რადგან ასეთი ახალი და უზარმაზარი ქვეყნის მართვა ძალიან მიმზიდველი იყო. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ზოგჯერ აშკარად და ზოგჯერ ფარულად ლევ ბრონშტეინი პირველობდა, რომლის პარტიული ფსევდონიმი ტროცკი იყო. ეს რუსეთის დაქცევის შენიღბული მოსურნე სტალინს არც კი განიხილავდა მოწინააღმდეგედ და მთავარ და ერთადერთ თავის მეტოქედ ბელადი ლენინი მიაჩნდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ ლევ კამენევს (ნამდვილი გვარი – როზენფელდი) და გიორგი ზინოვიევს (ნამდვილი გვარია როდომილსკი). ტროცკის არც კამენევ-ზინოვიევის დუეტი მიაჩნდა კონკურენტად. თუმცა ფიქრობდა, რომ ისინი სტალინზე ბევრად სახიფათოები იყვნენ და ზოგჯერ მათაც ჩაასობდა ხოლმე კბილს... ერთი სიტყვით, ბოლშევიკური ძალაუფლების მწვერვალისკენ ორივე მხრიდან, ეგრეთ წოდებული, „ებრაული ფრთები“ მიიწევდნენ და იმ პერიოდის მსოფლიოს ყველა გავლენიანი პოლიტიკოსი დარწმუნებული იყო, რომ კომუნისტურ რუსეთში ძალაუფლებას ებრაელები აიღებდნენ ხელში. მოხდა კი აბსოლუტურად საპირისპირო რამ – გამჭრიახმა პოლიტიკურმა მოჭადრაკე სტალინმა იცოდა რა, რომ ტროცკი ძალიან ძლიერი და გავლენიანი იყო, ზინოვიევსა და კამენევს შესთავაზა ტრიუმვირატი შეექმნათ ილიჩის (ლენინის) ძალაუფლების გასამაგრებლად და უთხრა, რომ ამისთვის საჭირო იქნებოდა, ლენინისთვის ერჩიათ, გენერალური მდივნის პოსტი დაეარსებინა, რომელიც ბოლშევიკურ პარტიაში ორგანიზატორული საქმიანობით, მათ შორის კადრების საკითხებით იქნებოდა დაკავებული და ამ პოსტზე მისი – სტალინის კანდიდატურა წამოეყენებინათ. ერთი შეხედვით, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური პოსტი და მიმართული იქნებოდა ტროცკისთან საბრძოლველად, რომ სტრუქტურა მისი კადრებისგან გაეთავისუფლებინათ და ტროცკისთვის დასაყრდენი გამოეცალათ. სტალინის მიერ ზინოვიევ-კამენევის მეშვეობით მოწოდებული იდეა ლენინს ჭკუაში დაუჯდა და პარტიის მეთერთმეტე ყრილობაზე ჯერ გენერალური მდივნის პოსტი შემოიღეს, შემდგომ კი ამ თანამდებობაზე ერთხმად აირჩიეს სტალინი. მომხრეთა შორის იყო თავად ლევ ტროცკიც. თუმცა ამ დანიშვნით სულ მალე პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და სტალინის დიდი აღზევების პროცესი დაიწყო, რასაც დიდი ქვეყნის აღმასვლა მოჰყვა...“

საგულისხმოა ის, რომ სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ახლადარჩეულმა პარტიის გენერალურმა მდივანმა, იოსებ სტალინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ათასი თავისი ერთგული კადრი დანიშნა და მართალია, მას წინ ძალაუფლების სრულად მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა ელოდა, თუმცა მთავარი ნაბიჯი გადადგმული იყო. სტალინმა, უპირველესად, ტროცკის კადრების გათავისუფლება დაიწყო, მალე კი თავად ტროცკიც მოხსნეს „წითელი არმიის“ მეთაურობიდან, თუმცა პოლიტბიუროში დატოვეს. მაგრამ მას მთავარი დასაყრდენი ხელიდან გამოეცალა – არმია აღარ ჰყავდა, ხოლო მისი ისტერიული გამოსვლები კი აღარავის აღელვებდა და არც იმან გაჭრა, რომ საკუთარი თავი მთავარ ოპოზიციად გამოაცხადა და მხარდამჭერთა ჯგუფიც ჰყავდა. დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „1924 წლისთვის, ანუ როდესაც ლენინი გარდაიცვალა, ტროცკის, ფაქტობრივად, არანაირი ძალა აღარ გააჩნდა და მხოლოდ ლაყბობდა. ამ პერიოდში მიხვდა კამენევ-ზინოვიევის დუეტი, რომ ვერც ისინი გახდებოდნენ მმართველები და ტროცკის მხარეზე გადავიდნენ. თუმცა უკვე გვიან იყო. სტალინს აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავდა როგორც პოლიტბიუროში, ასევე პარტიაში და ის მთელი სისწრაფით მიიწევდა დიადი გამარჯვებისკენ...“

ასე რომ, სტალინმა ძალაუფლებისთვის ბრძოლა პირწმინდად მოუგო, ეგრეთ წოდებულ, „ებრაულ ფრთას“ და თავის მიზანს მიაღწია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი