ბელადები

როგორ გაათავისუფლა სტალინმა სამხრეთ კავკასია თეთრგვარდიელთა ოკუპაციისგან

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.08, 2021 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანია, ვინც საბჭოთა კავშირის ისტორიის საწყის ეტაპზე გადამწყვეტი როლი ითამაშა რევოლუციის მონაპოვრის შენარჩუნება-განმტკიცებაში და ლენინთან ერთად საბჭოთა სახელმწიფოს სათავეებთან იდგა. ისტორიკოს-პუბლიცისტი ვალენტინ სერგეევი წერს: 

„ისტორიიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლშევიკური პარტიის ხელისუფლებაში დარჩენას სამოქალაქო ომში გამარჯვებამ შეუწყო ხელი. სამოქალაქო ომში გამარჯვების ქვაკუთხედი კი სამხრეთ კავკასიის გაწმენდა იყო, რომლის ცენტრალურ, გადამწყვეტ ასპექტს ყირიმის დაბრუნება წარმოადგენდა. ისტორიკოსი როი მედვედევი: „სამოქალაქო ომის პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა ფრონტი, ბრძოლის ყველა გეოგრაფიული წერტილი ცხელი და მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ვერცერთი ვერ შეედრებოდა სამხრეთ ფრონტის მნიშვნელობას – ვერც აქტიურობით, ვერც სტრატეგიულ-პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად. სამხრეთ ფრონტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა თავად ლენინიც და იქ საუკეთესო, ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთების გაგზავნის ბრძანებას გასცემდა ხოლმე. იმ ცხელ პერიოდში „წითელი არმიის“ მეთაური ლევ ტროცკი იყო და სწორედ, მას ეკისრებოდა ლენინისა და პოლიტბიუროს გადაწყვეტილებების შესრულება. თუმცა, პოლიტბიუროს სხდომებზე ტროცკის ყოველთვის თავისი გაჰქონდა და ამაში მას თავისი ფრაქციის მხარდაჭერა ეხმარებოდა. ამით კი ტროცკიმ იმას მიაღწია, რომ სამხრეთ ფრონტზე (განსაკუთრებით კი ყირიმის მიმართულებით) მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. ფრონტი, ფაქტობრივად, ჩამოიშალა და ბარონი ვრანგელი გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებოდა. ლენინს ამ მიმართულებაზე (სამხრეთის ფრონტი) კომისრის რანგში სტალინის გაგზავნა სურდა, თუმცა, ეს ტროცკიმ დაბლოკა. ამან კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. ამიტომ ლენინმა დიდი ძალისხმევა განახორციელა, თავისი გაიტანა და სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად სამხრეთ ფრონტზე სტალინი გადაისროლა...“ სტალინი ცარიცინში ჩავიდა და მაშინვე შეუდგა საქმეს. პირველ რიგში, მან თანამდებობები დაატოვებინა სამხრეთის ფრონტის პროტროცკისტულ მეთაურობას. მეტიც, ისინი დააპატიმრა და ბადრაგის თანხლებით, მოსკოვში გაგზავნა. პარალელურად კი, ლენინსა და „ჩეკას“ უფროსს, ძერჟინსკის უდეპეშა, რომ გადაყენებული მეთაურების საქმეები გამოეძიებინათ. მოგვიანებით, დაუმტკიცეს რა მოღალატეობრივი ქმედებები, ყველა დახვრიტეს. ნიშანდობლივია ის, რომ ტროცკიმ მათი დაცვა ვერ შეძლო და არც მოინდომა. ახლად მივლინებულმა სტალინმა სამხედრო მეთაურებად კლიმენტი ვოროშილოვი და სემიონ ბუდიონი დანიშნა, რომლებსაც ენდობოდა და მათ ერთგულებასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებოდა. ადგილზე კი პირადად მოაწყო გამოძიება. გამოავლინა მოღალატე, უვიცი სამხედრო მეთაურები და 30 კაცი იქვე, ცარიცინში დახვრიტეს. სულ რაღაც მოკლე დროში სტალინმა არმიის შეკვრა შეძლო. აამაღლა მათი საბრძოლო სულისკვეთება და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სემიონ ბუდიონის მეთაურობით შეიქმნა კავალერისტული არმია, რომელსაც „პირველი ცხენოსანი არმია“ ეწოდა. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის მკაცრმა რეპრესიულმა, მაგრამ სამართლიანმა ზომებმა სიტუაცია უმოკლეს დროში გამოასწორა. „პირველი ცხენოსანი არმიის“ ჩამოყალიბებამ კი უმძლავრესი სამხედრო ძალა შესძინა ფრონტს. ამგვარად, ბარონი ვრანგელი არამც თუ გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადებას აგრძელებდა, არამედ მან მტკიცე დაცვითი ზღუდეების შექმნის ბრძანება გასცა და ყირიმის ნებისმიერი საშუალებით შენარჩუნებაზე ზრუნავდა. ბარონი ვრანგელი საკმაოდ მაღალი დონის სამხედრო მეთაური და ჭკვიანი ადამიანი იყო, იცოდა, რომ ყირიმის დათმობა სამხრეთ მიმართულების კრახს ნიშნავდა. ეს კი სამოქალაქო ომის წაგების წინაპირობა იყო, რაც შემდგომში ასეც მოხდა. ეს იცოდა სტალინმაც და თავის ერთგულ მხედართმთავრებთან ერთად სტრატეგიული გეგმის რეალიზაციას შეუდგა...“ სტალინის გეგმა, როგორც ყოველთვის, სტრატეგიულად გამართული, მოულოდნელი და რისკიანი იყო. სამხრეთის ფრონტის მებრძოლებმა უპრეცედენტო ოპერაცია ჩაატარეს: წითელარმიელებმა ზღვის მიქცევით ისარგებლეს და ვრანგელის მიუვალ ზღუდეებს მეხივით დაეცნენ. გაოგნებული თეთრგვარდიელები გონს ვერ მოვიდნენ და სასტიკი მარცხი განიცადეს. „წითელი არმია“ მეტეორივით მიიწევდა წინ და უმოკლეს დროში ჯერ მთელი ყირიმი, შემდგომ კი მთელი სამხრეთ კავკასია გაიწმინდა თეთრგვარდიელებისგან და სტალინი გმირის შარავანდედით დაბრუნდა მოსკოვში. ლენინმა ძალიან გულთბილი, ემოციური და ღირსეული შეხვედრა მოუწყო თავის ფავორიტს. გაიმართა მცირე ბანკეტი. სტალინს წარმატებას ულოცავდნენ და მხოლოდ „წითელი არმიის“ მეთაური ლევ ტროცკი არ ჩანდა. ბანკეტმა მის გარეშე ჩაიარა. სამხედრო მინისტრს არ უნდოდა თავისი მარცხის აღიარება, სტალინისთვის მილოცვა და ლენინმა ტროცკი ამის გამო არამც თუ შერისხა, არამედ გააშარჟა და მას ვითომ ხუმრობით – ცრუ მთავარსარდალი უწოდა. თითქმის იგივე სიტუაცია განმეორდა პეტროგრადის დაცვის დროსაც. ტროცკი ქალაქის ჩაბარებას აპირებდა. მას ლენინიც ემხრობოდა, მაგრამ ამ სიტუაციაში კვლავ სტალინი გამოჩნდა მხსნელად. საკუთარ ხელში აიღო ინიციატივა და პეტროგრადი ღირსეულად დაიცვა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი