ბელადები

როგორ ჩატარდა საბჭოთა კავშირში 800 მილიონი აცრა, რამაც ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.08, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინს დიქტატორსა და დაუნდობელ ადამიანს უწოდებენ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სწორედ, საბჭოთა ბელადის გონიერების, მტკიცე ხასიათისა და გადამწყვეტი მოქმედების წყალობით გადაურჩა საბჭოთა კავშირი ტოტალურ განადგურებას, რასაც საბჭოთა კავშირის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ახორციელებდნენ და რომ არა სტალინური ნება, საბჭოთა კავშირი 10 წელიწადსაც კი ვერ გაძლებდა... ისტორიის დოქტორი ვსევოლოდ მამონტოვი წერს: 

„მას შემდეგ, რაც ლენინი გარდაიცვალა და სტალინი უკვე 5 წლის განმავლობაში წარმატებით იკავებდა კომპარტიის გენერალური მდივნის პოსტს, დასავლეთის პოლიტიკური წრეები დარწმუნდნენ, რომ იოსებ სტალინის სახით უძლიერესი მეტოქე გამოჩნდა და რომ ლევ ტროცკი სტალინის დამარცხებას ვერ მოახერხებდა, ამიტომ შეტევის ტაქტიკა შეცვალეს... ვიაჩესლავ მოლოტოვი: „რკინის ფელიქსი (ფელიქს ძერჟინსკი) უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მან შექმნა და დატოვა ძალიან ქმედითუნარიანი „ჩეკას“ აპარატი. სწორედ მათ მოახსენეს სტალინს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საბჭოთა კავშირზე მასშტაბურ არაორდინარულ თავდასხმას გეგმავდა. ამაში კი მათ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა. შეტყობინებაში ლაპარაკი იყო, ეგრეთ წოდებულ, მედიკო-ბიოლოგიურ იარაღზე. ანუ იქს დღეს საბჭოთა კავშირში საშინელი ეპიდემია უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ უცნობი იყო, საიდან რა და როგორ შემოვიდოდა. ამიტომ სტალინმა ძერჟინსკის მემკვიდრე ვიაჩესლავ მენჟინსკი დაიბარა და კატეგორიულად უბრძანა, რომ ყველა ზომა მიეღო, რათა საბჭოეთში უცნობი ეპიდემია არ გავრცელებულიყო. პარალელურად კი, ბელადმა ცნობილი ექიმი-მიკრობიოლოგი აბრაამ ბერლინი დაიბარა და დაავალა, რომ შეექმნათ მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც მომაკვდინებელი ვაქცინების კვლევაზე იქნებოდა ორიენტირებული და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეიმუშავებდა. ბერლინმა სულ რაღაც სამიოდე დღეში წარუდგინა ბელადს დაწვრილებითი გეგმა, ხარჯთაღრიცხვა და აღნიშნული ლაბორატორია ქალაქ სარატოვში გაიხსნა. ის უეფექტურესად მუშაობდა და 1928 წლის დასაწყისში, მისი მეშვეობით, „ჩეკას“ ორგანოებთან ერთად, მოხერხდა საშინელი, შავი ჭირის ინფექციის პანდემიის შეჩერება, რომელიც საბჭოთა კავშირში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გამიზნულად შემოიტანეს. შესაბამისად, შეჩერდა ეპიდემიაც.“

მოლოტოვი იმას აღარ ახმოვანებს, რომ დაპატიმრებული ოთხი ფრანგი და ოთხი ბრიტანელი ჯაშუში – ლავრენტი მენჟინსკის უწყებაში („ჩეკაში“ ლუბიანკაზე) სასტიკად აწამეს და ამ გზით მოიპოვეს იმ მომაკვდინებელი ვაქცინების ადგილსამყოფელი, რომელთა საშუალებითაც ქვეყანაში შავი ჭირი უნდა გაევრცელებინათ. სხვათა შორის, რვავე ჯაშუში ჩამოახრჩვეს. ხოლო მომაკვდინებელი ბაქტერიები კი სარატოვში, ბერლინს გაუგზავნეს და მან ტოტალური კვლევები დაიწყო. სხვათა შორის, აბრაამ ბერლინი 1949 წელს ლაბორატორიული კვლევებისას გარდაიცვალა.

სტალინმა მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები უშიშროების კომპეტენციას დაუქვემდებარა, რადგან კარგად უწყოდა, რომ ეს სტრატეგიული, ქვეყნის ინტერესების უპირველესი მამოძრავებელი იყო და საქმე ათმაგად წინ წავიდოდა. ჯერ ეჟოვის, შემდგომ კი ბერიას პერიოდში, „ენკავედეს“ პატრონაჟის ქვეშ მყოფმა საიდუმლო ლაბორატორიებმა და ექიმებმა შექმნეს უძლიერესი ვაქცინები, რამაც პრევენცია მოახდინა და ათასგვარი მძიმე ინფექციური დაავადების გავრცელების გზა ამოქოლა. სწორედ რომ, იოსებ სტალინის დიდი ძალისხმევის შედეგი იყო, პირველ რიგში, ეფექტური ვაქცინების შექმნა, შემდგომ მათი მასობრივი გამოშვება (ხუმრობა ხომ არ იყო – ქვეყანაში შეიქმნა 4 სხვადასხვა ვაქცინა და ყველა საბჭოთა მოქალაქისთვის საკმარისი, რამაც, 800 მილიონი დოზა შეადგინა). ამგვარად, სტალინის ბრძანებით, 1937 და 1949 წლებში საბჭოთა კავშირში განხორციელდა საყოველთაო, ტოტალური ვაქცინაცია და აიცრა ქვეყნის მოსახლეობის 99 პროცენტი (თანაც 4-ჯერ), რაც ფანტასტიკური შედეგი იყო და არა მარტო იმ დროისთვის.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი მთელი თავისი არსებით ზრუნავდა თავის ხალხზე და საამისოდ არც ხარჯებს ერიდებოდა და არც საკუთარ თუ ქვეშევრდომების ენერგიას.

აკადემიკოსი ევგენი ჩაზოვი: „სტალინის ცნობილი ტოტალური ვაქცინაცია უპრეცედენტო იყო როგორც მანამდე, ასევე მას მერე და კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მომენტი, როდესაც სულ რაღაც 60 დღეში 200 მილიონი ადამიანი აცრილიყოს, ანუ განხორციელდა 800 მილიონი აცრა. ალბათ, სწორედ, ამან გადაარჩინა საბჭოთა კავშირი ტოტალური კატასტროფისგან, რომელსაც ქვეყანას მტრები უმზადებდნენ. ამ ღონისძიების ავანგარდში კი სტალინი იდგა, ვისმა გონიერმა გადაწყვეტილებებმა და მტკიცე ქმედებებმა ამდენი ადამიანი იხსნა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი