ბელადები

როგორ აფასებდა სტალინს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.12, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო „პირველი თანაბართა შორის“ (ლათინური გამონათქვამი) და მის ამ პრიორიტეტს არა მარტო მისი თანამებრძოლები, დაუძინებელი მტრებიც აღირებდნენ.

როი მედვედევი: „იოსებ სტალინზე ძალიან საგულისხმო შეფასებები აქვს გაკეთებული ადოლფ ჰიტლერს. ბუნკერში დაწერილ მარტ-აპრილის დღიურებში ფიურერი ხაზგასმით აღნიშნავდა: „მე ის (სტალინი) თავქუდმოგლეჯილი, ქაოსისკენ სწრაფმავალი ბარბაროსი მეგონა და ჩემი სამხედრო კამპანიაც ამ პოსტულატებზე ავაგე. საბჭოთა ბელადი კი გონიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, უდიდესი სტრატეგი აღმოჩნდა და რომ არა ეს გენიალური მმართველი, რუსეთი ფეხქვეშ გამეგებოდა...“ პრინციპში, ჰიტლერი სიმართლეს ამბობს, როდესაც სტალინს აფასებს. ამ ადამიანს ჰქონდა უნარი, რომ საჭირო მომენტში (ზოგჯერ ხანგრძლივადაც კი) მტრისთვის ისე მოეჩვენებინა თავი, რომ მას წინასწარ ეზეიმა გამარჯვება. სწორედ ასე დაემართა ჰიტლერს.

სამაგიეროდ, სტალინს აბსოლუტურად საპირისპიროც ძალუძდა, ანუ ასევე საჭირო მომენტში, შესაფერისი პოლიტიკური სიტუაციისას, ღირსეულ პარტნიორებს სრული სიკაშკაშით დაანახვებდა ხოლმე საკუთარ თავს და საქმეც უფრო ეფექტურად მიიწევდა წინ. ყველაზე კარგად სტალინის სიდიადეს ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი იცნობდნენ. საბჭოთა ბელადი ამ ორ „პოლიტიკურ ვეშაპს“ თავიდანვე წარუდგა, როგორც ტოლ-სწორი პოლიტიკური პარტნიორი და მათ ორი უმთავრესი საქმე გააკეთებინა. პირველი – ხელი ააღებინა მკვეთრ სამხედრო კონფრონტაციაზე. მეორე – ისინი მოკავშირეებად გაიხადა... თუმცა ეს ორი რამ ერთი და იგივეა და უნისონში უნდა განვიხილოთ.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი, ისევე როგორც რუზველტი (ჩერჩილიც), რომ იტვიან, „შორს მსროლელი“ პოლიტიკოსები იყვნენ. ანუ ისინი შორეულ მომავალში ჭვრეტდნენ პოლიტიკურ მოვლენებს და შესაბამისადაც მოქმედებდნენ. თითქმის ერთდროულად სტალინმა და რუზველტმა (ჩერჩილი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პრემიერი) ერთმანეთი შეიცნეს. სტალინმა რუზველტის პოლიტიკას ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში მიაქცია დიდი ყურადღება. 1932 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს ხმა მიაწვდინა, რომ დიდი სიხარულით შეხვდებოდა მის გაპრეზიდენტებას და ასეც მოხდა (სხვათა შორის, იყო საიდუმლო დირექტივა პროსაბჭოურად განწყობილ ამერიკელებისთვის, რომ რუზველტისთვის მიეცათ ხმა). ამას კი ის მოჰყვა, რომ 1933 წლის 4 მარტს რუზველტი „თეთრ სახლში“ შევიდა. ხოლო იმავე წლის 16 ნოემბერს კი შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირი აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მოგვიანებით ელეონორა რუზველტი წერდა: ფრანკლინმა ერთხელ მითხრა – იცი შენ, რომ სტალინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დამიჭირაო... ჩემს მეუღლეს ზოგჯერ არაორდინარული ხუმრობები უყვარდა. ამიტომ ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. მან ეს შეამჩნია და დასძინა:

– არ ვხუმრობ. პრორუსული გავლენის ჩვენმა მოქალაქეებმა უკლებლივ დამიჭირეს მხარი არჩვევნებში. ეს კი სტალინის გარეშე არ მოხერხდებოდაო. სხვათა შორის, როდესაც რუზველტი ბრიტანელ პრემიერს პირისპირ ხვდებოდა, ეუბნებოდა: დიდი ომი გარდაუვალია. პირველ რიგში, ეს საშინელება ევროპას დაატყდება თავს. მთელ ამ სიმძიმეს კი რუსები იტვირთავენ და რომ გაუძლონ, მათ უნდა დავეხმაროთო. სამწუხაროდ, რუზველტს მხოლოდ ჩერჩილმა ათხოვა ყური.“

სტალინი ყოველთვის კორექტული იყო თავის კოლეგებთან ურთიერთობაში და მათ ზურგს უკან ქსელებს არ ხლართავდა. 1944 წლის დასაწყისში, ყირიმის კონფერენციამდე, როდესაც ჩერჩილმა სტალინს საიდუმლოდ შეუთვალა, პირისპირ შევხვდეთო, საბჭოთა ბელადმა მას „მიაგება“ – თუ კონფერენციამდე გაქვთ რამე სათქმელი, მაშინ რუზველტიც მოვიწვიოთ, თუ არა და ყირიმში ვილაპარაკოთო... შემდგომ ჩერჩილმა თავადვე გაუმხილა ეს ინფორმაცია რუზველტს. ამ უკანასკნელმა კი „ბრიტანელ ლომს“ პირდაპირ უთხრა: სერ, ვფიქრობ, ეს უბრალო ოჯახის შვილი (სტალინი) ზოგ-ზოგიერთებზე მეტად იმსახურებს ლორდთა პალატაში ჯდომასო. ჩერჩილს ხმა აღარ ამოუღია... სხვათა შორის, სტალინს უკვე ომის შემდგომ მართლა მიენიჭა ლორდთა პალატის საპატიო წევრობა და მას კრემლში შესაბამისი სიგელიც გაუგზავნეს. ჩერჩილიც, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის დაუძინებელი იდეოლოგიური მტერი იყო, თავის მემუარებში ხაზგასმით აღნიშნავდა სტალინის ბუნებრივ ინტელიგენტობას და მას თავადს უწოდებდა...

ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემაში, „ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ სტალინისთვის მიძღვნილ უზარმაზარ სტატიაში წერია: თანამედროვეობის გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ცივილიზაციის ხსნაში“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი