ბელადები

რატომ ვერ იტანს დასავლეთი დღემდე სტალინს

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.03, 2023 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა საბჭოთა კავშირის გაძლიერებისთვის, უკან არაფერზე იხევდა და შეეძლო, ძალიან არაორდინარული, ზოგჯერ სხვებისთვის გაუგებარი ნაბიჯების თამამად გადადგმა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს ტყუილად როდი შეერქვა სტალინი, ანუ ფოლადის კაცი. ეს ადამიანი, მართლაც, ფოლადივით მტკიცე იყო და ზოგჯერ – უკიდურესად სასტიკიც კი. თუმცა, ამ სისასტიკეს გადაუდებელი აუცილებლობა ახლდა თან და ასეთი რამ იმ მომენტისთვის გამართლებული იყო. სტალინს უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა და სისუსტეს ვერ გამოიჩენდა. საბჭოთა ბელადი, რომ იტყვიან, მოჩვენებით პატიოსნებასაც ვერ ითამაშებდა. და თუკი ამას შექმნილი ვითარება და რა თქმა უნდა, საბჭოეთისთვის სასარგებლო პოლიტიკა მოითხოვდა, ბლეფზე წასვლაც შეეძლო. ასე მოხდა 1936 წლის კონსტიტუციის მიღებისას.“

1936 წელს კონსტიტუციას „სტალინურ კონსტიტუციას“ უწოდებენ. ეს ძირითადი კანონი დღემდე მიიჩნევა საბჭოთა კავშირის არსებობაში ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციად და ამ ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1936 წლის, ეგრეთ წოდებულ, „სტალინურ კონსტიტუციაში“ ბელადმა საკუთარი ხელით ჩაწერა: საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებს აქვთ უფლება, რომ კავშირიდან გამოვიდნენო. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს იყო სტალინის პოლიტიკური ტრიუკი. ეს ტრიუკი დასავლეთისთვის იყო განკუთვნილი. გავშალოთ თემა და ვთქვათ, რომ იმ მძიმე, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში საბჭოთა ბელადს, პირველ რიგში, დასავლური ინვესტიციები სჭირდებოდა. აგრეთვე, პოლიტიკური მხარდაჭერა და ამ ერთი ჩანაწერით მან ორივე მოიპოვა. როგორც კი კონსტიტუცია ძალაში შევიდა, საბჭოეთში სულ რაღაც 8 თვის განმავლობაში ევროპიდან 850 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა. ხოლო ევროპულ პრესაში კი ყოველდღე წერდნენ – საბჭოთა კავშირი დემოკრატიის გზას დაადგა და ერების თვითგამორკვევის საკითხი იქ ევროპულ სტანდარტებამდე ავიდაო. რა თქმა უნდა, სტალინი ვერ დაუშვებდა იმას, რომ საბჭოეთი რომელიმე რესპუბლიკას დაეტოვებინა და საამისოდ ბევრი საშუალება ჰქონდა. თუმცა, ფარატინა ქაღალდზე დაწერილმა კანონმა გადამწყვეტი პოლიტიკურ-ეკონომიკური როლი ითამაშა და სტალინის პოლიტიკურმა ეშმაკობამ 100 პროცენტით გაამართლა.“

სტალინის ეშმაკური პოლიტიკური სვლები 30-იანი წლების ევროპისთვის საკმაოდ მოულოდნელი მოვლენა იყო, იმიტომ რომ ევროპას სტალინი „მიზნისკენ ჯიქურ მიმავალ მარტორქად“ მიაჩნდა და სტალინის „გადემოკრატიულობა“ მათ აღიქვეს, როგორც იძულებითი ნაბიჯი საბჭოთა დიქტატურის მხრიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი შეცდნენ და სტალინის პოლიტიკური ეშმაკობები ვერ გათვალეს.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ როდესაც 1936 წლის კონსტიტუციაში სტალინმა რესპუბლიკების თვითგამორკვევის მუხლი შეიტანა, ჩვენი პარტიის ზოგიერთმა ფუნქციონერმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა და სტალინს დასავლეთისადმი „კოჭის გაგორებაში“ დასდეს ბრალი. ერთ-ერთ უახლოეს პოლიტბიუროს სხდომაზე ბუხარინმა მკაცრად გააკრიტიკა სტალინი და მას კომუნისტური იდეალების ღალატში დასდო ბრალი. თავის დასკვნით სიტყვაში კი სტალინმა ბუხარინს ასე უპასუხა – ჩვენი კომპარტია დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული და ჩვენს ქვეყანას ნებაყოფლობით გაერთიანებული რესპუბლიკების კავშირი ეწოდება. თუკი შეერთება ნებაყოფლობითია, იქიდან გამოსავალიც ამავე პრინციპს გულისხმობს და სწორედ ეს ჩანაწერი აკლდა ახალ კონსტიტუციას, რაც მე გამოვასწორეო. ამ არგუმენტებს ბუხარინმა ვერაფერი დაუპირისპირა და შემდგომში არც კი უცდია, თავისი პოზიციის დაცვა“.

შემდგომში ნიკოლაი ბუხარინს ძალიან ძვირი დაუჯდა სტალინის ეს უსაფუძვლო პოპულისტური კრიტიკა. საკმაოდ მალე, ბუხარინი და სხვა კრიტიკოსები ხალხის მტრებად გამოაცხადეს და სიკვდილით დასაჯეს.

იაკობ კედმი: „ჩემი ღრმა რწმენით, ეგრეთ წოდებული, 37 წლის რეპრესიები სულაც არ იყო უსაფუძვლო და სტალინის ყოფილი თანამშრომლები მართლაც ხალხის მტრები იყვნენ. მათ, უბრალოდ, ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდათ და მხოლოდ ამბიციები ამოძრავებდათ. სინამდვილეში კი, ისინი რომ ხელისუფლებაში სტალინის ნაცვლად მოსულიყვნენ, აღორძინებისკენ მიმავალ ქვეყანას მიწასთან გაასწორებდნენ და დასავლეთს მრავალსაუკუნოვან სურვილს აასრულებდნენ. ეს სურვილი კი (სხვათა შორის დღესაც) რუსეთის (მაშინ საბჭოთა კავშირის) მიწასთან გასწორება და მხოლოდ რესურსად გამოყენებაა, რაც სტალინმა არ დაუშვა“.

იოსებ ბესარიონის ძე სტალინს რუსეთის აღორძინებაში განუზომელი წვლილი მიუძღვის. მხოლოდ ერთ სტალინს იმაზე ბევრად მეტი სარგებელი აქვს მოტანილი რუსეთისთვის, ვიდრე ამ ქვეყნის ყველა დანარჩენ მმართველს, ერთად აღებულს. აი, სწორედ ამიტომ ისვრება ტალახში უდიდესი მმართველის სახელი და ამიტომ ვერ იტანენ მას დასავლეთში.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი