ბელადები

რატომ იყო ბერია პატივსაცემი და მიღებული საბჭოთა ხელოვანების ელიტაში

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 18.04, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ზოგიერთ ძალიან ანტაგონისტურ პუბლიკაციაში „საბჭოეთის შავ ბედისწერადაა“ მიჩნეული, არადა, უფრო სწორი იქნება, რომ მას „ვერაგულად მოკლული დიდი რეფორმატორი“ ეწოდოს...

ისტორიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ვიოლეტა სოკოლოვა–ბალოვსკაია წერს: „თითქმის ასი პროცენტით დამტკიცებული ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას მკვლელობა, თანაც ძალიან ვერაგული, მის უდიდეს რეფორმატორულ საქმიანობაზე რეაქცია იყო. შეთქმულების ბანდას, რომლებიც თბილ-თბილ ადგილებზე იყვნენ მოკალათებული, იმდენი ჭკუა ეყოთ, მიმხვდარიყვნენ, რომ ბერიას რეფორმები მათ ადგილებს დააკარგვინებდა და თავად ბერიას დააკარგვინეს სიცოცხლე... მწერალი ვასილ გროსმანი იხსენებდა: „ლავრენტი ბერია დიდი რეფორმატორი იყო და სტალინისგან განსხვავებით, მას ებრაელები არ აღიზიანებდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიამ კიდევ 100 დღე დაჰყო ხელისუფლებაში და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ძალიან მცირე, მაგრამ დიდი აღმავლობის პერიოდი. დღე არ გავიდოდა ისე, რომ ბერიას ახალი და რაც მთავარია, ჭკვიანური რეფორმატორული წინადადება არ შეეტანა პოლიტბიუროში, რომელიც უმალვე ვიზას იღებდა და დაუყოვნებლივ იწყებოდა მისი განხორციელება. ბერიამ გააუქმა (შემდგომ კვლავ შემოიღეს), ეგრეთ წოდებული, მეორე მდივნისა და 60:40-ის შეფარდება. ეს ნიშნავდა, რომ ყველა (რუსეთის ფედერაციის გარდა) საბჭოთა რესპუბლიკაში „ცეკას“ მეორე მდივანი აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე, იმავე რესპუბლიკების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში 60 პროცენტი შერეული ეროვნების ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ დასაქმებულები, 40 პროცენტი კი – რუსი... ამაზე განსაკუთრებული სიმკაცრე იყო მილიციასა და „კაგებეში“, აგრეთვე, პროკურატურაში. არმიაში კი რუსი მეთაურთა 96 პროცენტი იყო. ბერიასვე ინიციატივით, სხვადასხვა რესპუბლიკებზე უნდა გადანაწილებულიყო საზღვარგარეთულ საელჩოთა, საკონსულოთა თუ სხვა წარმომადგენლობები და ყველაფერი მოსკოვში არ უნდა ყოფილიყო თავმოყრილი. განსაკუთრებული რუდუნებით ეპყრობოდა ბერია, ეგრეთ წოდებულ, „ებრაულ საკითხს“. ბერია სტალინის მიერ მოტყუებული ებრაელობისთვის ყირიმის გადაცემას იმავე 1953 წელს აპირებდა, მაგრამ სამი წლის მერე ხრუშჩოვმა სრულიად უსამართლოდ შეუერთა უკრაინას... დიახ, ბერია მკაცრი, ზოგჯერ სასტიკიც კი იყო, მაგრამ ის იყო დიდი რეფორმატორი, ჭკვიანი, ერუდირებული პიროვნება და ქვეყნის სათავეში რომ დარჩენილიყო, საბჭოთა კავშირი ჭეშმარიტად დემოკრატიული და მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფო გახდებოდა...“

გროსმანი ჭკვიანი კაცი იყო და შეიძლება, ოდნავ აჭარბებს კიდეც ბერიას შეფასებაში, მაგრამ ძირითადად, სიმართლეს ამბობს. აქ გამორიცხული არაა ეროვნული გრძნობები და შესაძლოა, ებრაელი გროსმანი მოხიბლა ბერიას ლოიალურმა დამოკიდებულებამ ებრაელებისადმი. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს არაერთმა საკმაოდ სერიოზულმა მკვლევარმა გააჟღერა – ბერიას ძარღვებში ებრაული სისხლიც ჩქეფდაო. ჩემი აზრით, ეს ვერსია მცდარია და ბერია სუფთა ქართველი იყო. დავუბრუნდეთ ბერიას რეფორმატორული საქმიანობის 100 დღეს. ბერიას ენერგია ამ პერიოდში დუღდა და გადმოდუღდა. ის ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა და მთელი არსით მოქმედებისკენ ისწრაფვოდა. ის, ალბათ, დღე-ღამეში 17-18 საათს მუშაობდა და ძალიან ცოტა ეძინა. ხშირად კი გადაბმულად 2 დღე-ღამესაც კი უძილოდ, დაძაბულ მუშაობაში ატარებდა. მე ბევრჯერ მიფიქრია ბერიას ვერაგულ მკვლელობაზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ვერ მოახერხა ლევრენტი ბერიამ შეთქმულების შესახებ ინფორმაციის მიღება, როგორ შეცდა. ჩემი აზრით, ეს იმან განაპირობა, რომ ბერია საოცარი რიტმით, შეუჩერებლად, დიდი პათოსით მუშაობდა და საერთოდ არ ფიქრობდა სიკვდილზე. ამ რეფორმატორულმა სამუშაო აზარტმა განაპირობა ასეთი ბოლო... კინოვარსკვლავი ლუბოვ ორლოვა ძალიან ვიწრო წრეში ყვებოდა: „ბერია საკმაოდ საინტერესო, შეიძლება ითქვას, მიმზიდველი ადამიანი იყო. მის მიმართ ჩემს სიმპათიებს იწვევდა ის, რომ ბერია, როგორც ძალიან განათლებული, საქმიანი და ხელოვნებაში ჩახედული ადამიანი, კომპეტენტური შემფასებელი იყო და ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ხელი შეეწყო ჩვენთვის – კულტურისა და ხელოვნების მუშაკებისთვის. მაგალითად, როდესაც ბერიას ჩემსა და ჩემს მეუღლე გრიგორი ალექსანდროვზე, ეგრეთ წოდებული, „დანოსი“ მიუვიდა, მან ორივე თავისთან დაგვიბარა, მისი შინაარსი წაგვაკითხა და ჩვენ თვალწინ დაწვა. თანაც „დანოსჩიკი“ მოძებნა და საკმაოდ მკაცრად დასაჯა – ის ვიგინდარა 100 დღით ქალაქის დასუფთავებაზე ამუშავა. არადა საკმაოდ ცნობილი ჩვენი კოლეგა იყო, ვის გვარსაც არ ვიტყვი...“ ბერიაზე ყველა ორლოვასავით არ ლაპარაკობდა და იყვნენ ისეთებიც, ვისაც უზომოდ გაუხარდა ბერიას განადგურება. მაგალითად, იმ „დანოსჩიკს“ და მისნაირებს. თუმცა, საბჭოთა ელიტურ წრეებში ბერიას, ძირითადად, პატივს სცემდნენ და ეს პატივისცემა საკმაოდ დამსახურებულიც იყო. სწორედ, ბერიას „გაქაჩული“ იყო ცნობილი ბალერინა მაია პლისეცკაია და ეს მან ყოვლად უანგაროდ გააკეთა. ბერიამ სწორად შეაფასა ახალგაზრდა ტალანტი და ხელი შეუწყო მის განვითარებას. ასე იყო თუ ისე, ბერიას დიდი რეფორმატორული მოღვაწეობა მალევე ჩაიშალა და ერთმა მუჭა პარტიულმა ელიტამ ხალხის კვლავ ჭაობში ჩატოვება ისურვა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი