ბელადები

რა გავლენას ახდენს სტალინის ძველი გეგმა დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაზე

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.09, 2022 წელი

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემოქმედი და ფეხზე დამყენებელი იყო, ასევე მან შექმნა ისეთი პროსაბჭოური მსოფლიო ქსელი, რომელმაც გარედან ქვეყანას არანაკლები სარგებელი მოუტანა.

იაკობ კედმი: „სტალინური ინდუსტრიალიზაცია და ომის მოგება მხოლოდ ნაწილი იყო იმ გრანდიოზული საქმისა, რასაც საბჭოთა კავშირის უპირველეს სახელმწიფოდ გადაქცევა ეწოდება. სტალინს ეკუთვნის იმ გრანდიოზული გეგმის ავტორობა, რომელმაც გარედან შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ბელადმა შესანიშნავად უწყოდა, რომ გარედან დახმარების, გვერდში დგომის გარეშე ქვეყანას ვერ გააძლიერებდა. სტალინს არც ის ეშლებოდა, რომ დასავლეთის გვერდში დგომა მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო. როგორც კი ჰიტლერი დამარცხდებოდა, მოკავშირეები უმალვე განუდგებოდნენ და ეს ასეც მოხდა. ამიტომ, ბრძენმა საბჭოთა ბელადმა ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში დაიწყო „საბჭოთა დესანტის“ გადასხმა სხვადასხვა ქვეყანაში და მათი გაძლიერება. ამ „დესანტის“ ძირითად მასას რუსები შეადგენდნენ. ეს კი სქემატურად ასე გამოიყურებოდა: სტალინმა ქრისტიანულ ქვეყნებში სლავურ-ქრისტიანული დიასპორები ჩამოაყალიბა. მუსლიმურ ქვეყნებში კი – სლავურ-მუსლიმანური. მათი ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმა. თუმცა, ისინი ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდნენ და რუსულ საბჭოთა პოლიტიკას ატარებდნენ..“

სტალინურმა გეგმამ მკვეთრი განვითარება ომის დასრულების შემდეგ მიიღო. ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ვინც ომის მერე საბჭოეთიდან გაიქცა და იქ დარჩა. მათი 95 პროცენტი ამ გეგმის ნაწილი იყო და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი ერთგვარი მეხუთე კოლონის როლს ასრულებდნენ და მათ დიდი სტალინური მისია ეკისრებოდათ.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „თავდაპირველად ადგილობრივი მთავრობები ვერ მიხვდნენ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე და ყველა გაქცეულსა თუ დარჩენილს იფარებდნენ და მათ განვითარების საშუალებას აძლევდნენ. ხოლო, როდესაც ყველაფერი გაიგეს, უკვე გვიან იყო. ეგრეთ წოდებული, სლავურ დიასპორებს ისე ღრმად ჰქონდათ გადგმულიფესვები ამ ქვეყნებში, რომ მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ და მათთან გამკლავება ან დასავლური დემოკრატიის დარღვევად უნდა მონათლულიყო, ან დიდი სისხლისღვრით დამთავრდებოდა. სტალინის ოპონენტებისთვის კი არც ერთი არ იყო მომგებიანი და სტალინურმა გეგმამ დე ფაქტო გაამართლა.“

ამ დიასპორებმა 1946-1950 წლებში (სანამ ხრუშჩოვი სტალინის ნეშტს მავზოლეუმიდან გამოიტანდა) საბჭოთა კავშირს შეუფასებელი დახმარება აღმოუჩინეს. ისინი „ცივი ომის“ დროს შემკავებლის როლს ასრულებდნენ. უდიდესი საქმე გააკეთეს ადგილობრივი მოსახლეობის პროსაბჭოური პოზიციების ჩამოყალიბებაში და ამ საქმეში როგორც სახალხო დიპლომატიის, ასევე კლასიკური დიპლომატიის როლი შეასრულეს. აღარაფერს ვამბობ „წყალქვეშა რიფებზე“, როცა ისინი საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს აკეთებდნენ (საბოტაჟი, დივერსია და შეიარაღებული წინააღდმეგობაც კი). თავის ბოლო ინტერვიუში თითქმის 100 წელს მიღწეულმა მოლოტოვმა ამ მოვლენას ასეთი დახასიათება მისცა: „იმ სულელებმა (დასავლეთს გულისხმობდა, ძირითადად) თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგინეს, რა ხდებოდა და ვერაფერი გათვალეს. ხოლო როდესაც მიხვდნენ, უკვე გვიან იყო“. გასათვალისწინებელია ჩერჩილის სიტყვები, რომელიც „ბრიტანელმა ლომმა“ გარდაცვალებამდე ცოტა ხნის ადრე თქვა: „სადაც რუსული ჩექმა დაადგამს ფეხს, სულერთია, სამხედრო თუ სამოქალაქო, შემდგომ იმის იმ მიწიდან მოშორება ურთულესი, თითქმის შეუძლებელი საქმეაო.“ ვინ ვინ და ჩერჩილმა ეს კარგად იცოდა. სტალინმა კი ეს პრაქტიკულად განახორციელა.

ცნობილი აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი ასეთ ისტორიას ჰყვებოდა: „ჩემი დაბადების დღე იყო და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, მწერალი კონსტანტინე სიმონოვიც დავპატიჟე. ხრუშჩოვის დრო იყო, სტალინის სახელს ტაბუ ედო და მასზე კარგის თქმა დანაშაულად მიიჩნეოდა. კოსტია (სიმონოვი) საკმაოდ რომ შექეიფიანდა, ჭიქა სასმლით აავსო, სტალინის სადღეგრძელო დალია და ასეთი სიტყვები თქვა, – მეგობრებო, რომ არა სტალინი, გარდა იმისა, რომ ჩვენი, რუსების „დუხიც“ არ იქნებოდა, ჩვენს კულტურასაც ბოლო მოეღებოდა და ამ დიდი ქართველის მარადიული ხსოვნა იყოსო. ჯერ გავშრით. შემდგომ კი ყველამ შევსვით. სითამამე მოგვემატა და სტალინის მოგონების საღამოც გამოგვივიდა.“

სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის 70 წელია გასული, მაგრამ მისი აჩრდილი დღემდე დადის დედამიწაზე და მის საქმეებს კვლავაც არ ივიწყებენ.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი