ბელადები

ლავრენტი ბერიას ლიკვიდაცია მსოფლიოს მმართველების მიერ იყო შეკვეთილი, რაც მისმა კოლეგებმა განახორციელეს

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 01.08, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მსოფლიო ისტორიაში დღესაც ბოლომდე ამოუცნობ ფენომენად რჩება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოღვაწეობის შესახებ უფრო და უფრო მეტი სიმართლე იწერება, ამ ადამიანის ვერაგული მკვლელობის მოტივი და შემკვეთების ვინაობა დღემდე ბურუსითა მოცული... 

ისტორიის დოქტორი ლეონიდ პრეობრაჟენსკი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია რომ ფიზიკურად გაანადგურეს, უდავო ფაქტია, მაგრამ მთავარი გამოცანა ამ ამბავში ისაა, თუ რა მოტივი ამოძრავებდათ შემკვეთებს და ვინ არიან ისინი. ხრუშჩოვი და მისი გუნდი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. ჩემი ღრმა რწმენით, შემკვეთებმა მათ პირადი მოტივაცია მისცეს და ეს დანაშაული ჩაადენინეს. ხოლო რა ამოძრავებდათ იმ ჯერჯერობით უხილავ შემკვეთებს, აი, ესაა საინტერესო და მთავარი ამ საქმეში. გენერალი კონსტანტინე პეტროვი 2008 წელს ლექციაზე ამბობდა: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში ცნობილი ადამიანების იდუმალი გარდაცვალებები და აშკარა მკვლელობები ყოველთვის ამ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, ეგრეთ წოდებული, „მსოფლიოს მმართველების“ წრეებში იგეგმებოდა და უშუალო შემსრულებლებს სწორედ ისინი უკვეთავდნენ.

საკმარისია, გავიხსენოთ რეფორმატორ სტოლიპინის მკვლელობა და რა თქმა უნდა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ლიკვიდაცია. როგორც სტოლიპინი, განსაკუთრებით კი ბერია, სწორედ, იმ მმართველების მიერ შემუშავებული გეგმების კორექტირებას ცდილობდნენ და შედეგმა არ დააყოვნა. ის მოკლეს. ეს მარტივი და საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული სქემაა. ვინც „მსოფლიო მმართველების“ გეგმაში კორექტირების შეტანას შეეცდება (თუ ეს თავად მათი ნება არაა), რაც უნდა ძლევამოსილი და ჭკვიანი იყოს, მას მოიშორებენ. ბერიამ კი სტალინის გარდაცვალებისთანავე ახალი მსოფლიოს ფორმირების იდეა არა მარტო წამოაყენა, არამედ რეალური გეგმაც შესთავაზა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს. ლავრენტი პავლოვიჩი ჰუმანური, თანასწორუფლებიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობდა და უკვე 1953 წლის მარტის მესამე დეკადაში პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შესთავაზა ყირიმისა და პოტსდამის კონფერენციების შეთანხმებების გადასინჯვა და ახალი, ბევრად უფრო თანასწორუფლებიანი მსოფლიო წესრიგის დამყარება. ბერია ამერიკის შეერთებულ შტატებს სთავაზობდა, რომ პარტნიორული კავშირი შეეკრათ საბჭოთა კავშირთან და მსოფლიო გაეუმჯობესებინათ. მომხდარიყო დეკოლონიზაცია და სახელმწიფოებს თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების საშუალება მისცემოდათ. განხორციელებულიყო ტოტალური დემილიტარიზაცია და ატომური ქობინები მინიმუმამდე დაეყვანათ. აეკრძალათ ატომურ იარაღზე მუშაობა და ამ სფეროში მკაცრი კონტროლი დაწესებულიყო. გაეერთიანებინათ ეკონომიკა და მასში მთელი მსოფლიო ჩაერთოთ. განეხორციელებინათ ეკოლოგიური პროექტები და გაეუქმებინათ დომინანტობა.

ერთი სიტყვით, მსოფლიო უკეთესობისკენ წასულიყო და ამის გარანტი, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ყოფილიყვნენ. ბერიამ ტრუმენს თავისი გეგმის რუსულ-ინგლისური ვარიანტები გაუგზავნა და პასუხს ელოდებოდა. კონკრეტული გეგმის პასუხი კი, ჩემი ღრმა რწმენით, იყო ბერიას ლიკვიდაცია, რაც მისსავე კოლეგების ხელით განხორციელდა...“ ზემოხსენებული ვერსიის ავტორი, გენერალი პეტროვი ძალიან იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. დღემდე მისი საქმე არაა გამოძიებული. გამორიცხული არ არის, რომ ეს კაცი იმ უხილავმა, იდუმალმა ძალებმა მოიშორეს, ვისზეც გენერალი თავის ლექციებზე ლაპარაკობდა. პეტროვი კი არა და, თავად ძლევამოსილი ბერიაც ვერ გადაურჩა მათ რისხვას და როდესაც ბერიას განადგურების მოტივებზე ვსაუბრობთ, ვერსიის სახით მაინც უნდა ვთქვათ, რომ მათ (მმართველმა ძალებმა) ჩანასახშივე აღკვეთეს თანასწორობისა და მშვიდობისკენ სწრაფვის იდეა და მისი ავტორი კი – „ააორთქლეს“... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „იალტისა და პოტსდამის კონფერენციების შეთანხმებების გადახედვა და თანასწორუფლებიანობისკენ გადადგმული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ორივე უზარმაზარ ქვეყანას შეასუსტებდა. ამ წერტილში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ინტერესების თანხვედრა მოხდა. ბერია ყელში გაეჩხირათ და მოკლეს. აი, რატომ მოიშორეს ასე მარტივად და შემდგომ კი ლაფში ამოსვარეს...“

ავტორიტეტული, ჭკვიანი გენერლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა უსამართლოა გლობალური სამყარო. რა მტკივნეულად რეაგირებს ის თავისი ძალაუფლების მცირედ შეზღუდვის მცდელობებზეც კი. ამიტომ, შეიძლება, თამამად ითქვას, რომ მარშალი ლავრენტი ბერია კაცობრიული, გლობალური სიკეთისკენ რეალურ სწრაფვას შეეწირა და ის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი