კულინარია

ვაშლის ნამცხვარი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.01, 2021 წელი

ვაშლის ნამცხვარი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა მანანის ბურღული, 3 ვაშლი, 30 გრამი კარაქი, 300 მილილიტრი რძე, 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, შაქრის პუდრა -ზემოდან მოსაყრელად.

მომზადების წესი:
გახეხეთ ვაშლი კანიანად და დაასხით ლიმონის წვენი.
ჯამში ჩაყარეთ შაქარი, ფქვილი, მანანის ბურღული, გამაფხვიერებელი და მოურიეთ.
ვაშლის მასა გაყავით 3 ნაწილად და მოათავსეთ საცხობ ფორმაში ფენა-ფენა შემდეგი თანმიმდევრობით: ფქვილის ნარევი + ვაშლი. 6 ფენა უნდა გამოვიდეს.
რძეში ჩააგდეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, გაადნეთ და ცხლადვე მოასხით ნამცხვრის ბოლო ფენას. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რომ ნამცხვარმა რძე კარგად შეიწოვოს.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, ფრთხილად ამოიღეთ საცხობი ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი