კულინარია

ვაშლის კექსი ნიგვზით

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.06, 2023 წელი

ვაშლის კექსი
დაკოპირებულია

გემრიელი ვაშლის კექსის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი ფქვილი

🔸 200 გრამი შაქარი

🔸 3 კვერცხი, 2 ცალი ვაშლი

🔸 ნახევარი ლიმონი (წვენი და ცედრა)

🔸 150 გრამი ნიგოზი

🔸 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 1 სადილის კოვზი ზეთი

🔸 კარაქი, მარილი, შაქრის პუდრა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ თასში, მოასხით ცოტა ლიმონის წვენი, დაუმატეთ გახეხილი ლიმონი და აურიეთ. მოაყარეთ შაქარი და კიდევ აურიეთ. გადააკარით თასს ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით.

ნიგოზი მსხვილად დატეხეთ და ცხელ ტაფაზე მოხალეთ. ფქვილში შეურიეთ ჯერ ცომის გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი, მერე ნიგოზი და კიდევ კარგად აურიეთ.

ერთი საათის შემდეგ ვაშლი გამოიღეთ, დაუმატეთ ათქვფილი კვერცხის გული და აურიეთ. შემდეგ შეურიეთ ნიგვზიან ფქვილში, დაუმატეთ დარჩენილი ლიმონის ცედრა, ცოტა ლიმონის წვენი, ზეთი, კარგად აურიეთ და მოზილეთ.

ცალკე ძალიან ღრუბელივით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ცომში ძალიან ნელა შეურიეთ. გამოსაცხობ ფორმას (20 სანტიმეტრის დიამეტრით) ფსკერსა და კედლებზე წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. ფორმაშივე გააცივეთ, შემდეგ ამოიღეთ და ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ. მორთეთ სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი