კულინარია

ვანილის ღვეზელი ნიგვზით

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.05, 2021 წელი

ვანილის ღვეზელი ნიგვზით
დაკოპირებულია

გემრიელი რეცეპტები „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: ცომი – 60 გრამი შაქარი, 125 გრამი დარბილებული კარაქი, 1 კვერცხი, 250 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, ვანილი.

კრემი – ნახევარი ვანილის პუდინგი, 50 გრამი შაქარი, 250 მილილიტრი რძე, 100 გრამი დარბილებული კარაქი.

ზედა ფენა – 90 გრამი შაქარი, 90 გრამი დარბილებული კარაქი, 4 სადილის კოვზი წყალი, 200 გრამი ნიგოზი.

მოსართავად – 20 გრამი შავი შოკოლადი, 2 სადილის კოვზი რძე, 1 სადილის კოვზი შაქრის პუდრი.

მომზადების წესი: თასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, მოაყარეთ შაქარი, ჩაუმატეთ კვერცხი და ძალიან კარგად ათქვიფეთ. ფქვილი გაცერით და შეურიეთ გამაფხვიერებელი. მოათავსეთ ორივე მასა ერთ თასში, უყავით ვანილი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ მისგან ბურთი. შემოახვიეთ საკვები ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. გამოიღეთ და 22 სანტიმეტრის დიამეტრის გამოსაცხობ ფორმაში ხელით ჩატკეპნეთ. მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში და 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ, ფორმაში უნდა გაცივდეს.

მოამზადეთ კრემი: გაადნეთ თასში კარაქი. ვანილის პუდინგს შეურიეთ ცხელი რძე, დააუმატეთ შაქარი და მოადუღეთ. ბოლოს, უკვე შესქელებულს შეურიეთ გამდნარი კარაქი. აცადეთ გაცივება და წაუსვით ბისკვიტს.

მოამზადეთ ზედა ფენა: ნიგოზი დააქუცმაცეთ. პატარა ქვაბში ჩაასხით 3-4 სადილის კოვზი წყალი. შეურიეთ შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ნელა ურიეთ, რომ შაქარი გადნეს. ფერს რომ შეიცვლის, შეურიეთ კარაქი და ნიგოზი. ეს მასა ზემოდან წაუსვით კრემს.

მოამზადეთ შოკოლადის გლაზური, თბილი მოასხით ნამცხვარს და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი