კულინარია

თევზის რულეტი სოკოსა და ყველის გულსართით

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.01, 2023 წელი

თევზის რულეტი
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ თევზის რულეტი სოკოსა და ყველის გულსართით. 

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 თავი ხახვი

🔸 1 ლიმონი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 სალათის ფურცელი - მოსართავად

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 200 გრამი მაგარი ყველი

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 1 კილოგრამი თევზის თეთრი ფილე

🔸 მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

გარეცხეთ სოკო, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ხახვი დაჭერით წმინდად. მოხრაკეთ სოკო ხახვთან ერთად ზეთში. როცა სოკო დაიბრაწება, დაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ. თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, გაანაწილეთ ფილეს თითოეულ ნაჭერზე სოკოსა და ყველისგან მომზადებული გულსართი და გადაახვიეთ რულეტად. დაალაგეთ თევზის რულეტები ღუმლის ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 20 წუთის განმავლობაში. მორთეთ მზა კერძი სალათის ფოთლებით, ლიმონის ნაჭრებითა და დაჭრილი ოხრახუშით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი