კულინარია

თევზი სტაფილოთი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.04, 2021 წელი

თევზი სტაფილოთი
დაკოპირებულია

თევზის კერძი „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი თევზის ფილე, 3 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა, მარილი და პილპილი – გე­მო­ვნებით, ზეთი.

მომზადების წესი: თევზი დაჭერით ულუფებად, წაუსვით მარილი და პილპილი, ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვით ერთი მხრიდან. ცალკე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაამატეთ მარილი და პილპილი. ერთი მხრიდან რომ შეიწვება, გადააბრუნეთ თევზი მეორე მხარეს, დაუწიეთ ცეცხლს და თევზის ნაჭრებს ზე­მოდან დაადეთ მოშუშული სტაფილოს ფენა. დაახურეთ თავზე ტაფას და დატოვეთ, სანამ თევზი მეორე მხრიდანაც შეიწვება. ბოლოს, მოაყარეთ დაჭრილი კამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი