სურნელოვანი კერძი ღორის ხორცით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.11, 2021 წელი
ღორის ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ღორის რბილი და უცხიმო ხორცი
🔸 1 ცალი სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ცოტა იმბირი, 1 თავი წითელი ხახვი, 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა, ცოტა ცხარე წიწაკა
🔸 ნახევარი ყაბაყი, 100 გრამი პეკინური კომბოსტო
🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 1 სადილის კოვზი მრგვალი ბრინჯი, ცოტა შავი პილპილი
🔸 150 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 2 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხორცი დაჭერით მომცრო კუბიკებად. წითელი ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, მწვანე ხახვი კი – წვრილად. ნიორი და იმბირი დააქუცმაცეთ. სქელძირა ქვაბში გააცხელეთ ზეთი. მასში მოშუშეთ ნიორი და იმბირი. დაუმატეთ ორივენაირი ხახვი. აურიეთ რამდენჯერმე. ჩაუმატეთ ხორცი, მოაყარეთ შაქარი, მოასხით სოიის სოუსი და კარგად აურიეთ. შუშეთ 12-15 წუთი.
სტაფილო გახეხეთ. ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ, გრძელ ჩხირებად. დაჭერით კომბოსტოც, ცოტა ცხარე წიწაკაც დაგჭირდებათ. მოაყარეთ ხორცს და აურიეთ. 2-3 წუთის შემდეგ დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და ხარშეთ 5 წუთი. ჩაუმატეთ ბრინჯი, ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი. კიდევ ხარშეთ 10 წუთი, უყავით პილპილი, მარილი, მიაყარეთ მწვანილი და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან