სოსისი ორიგინალური გემოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.07, 2022 წელი
„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ სოსისი ორიგინალური გემოთი.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ფენოვანი ცომი
🔸 4 ცალი მდნარი ყველის ფირფიტა
🔸 4 ცალი სოსისი
🔸 50 გრამი კარაქი
🔸 1 კვერცხი.
მომზადების წესი 👩🍳
ცომი გაალღვეთ, თხელ ფენად გააბრტყელეთ. პიცის საჭრელი დანით ოთხ ტოლ ნაწილად გაყავით. სოსისები სათითაოდ გადაახვიეთ ჯერ მდნარი ყველის ფირფიტაში, შემდეგ ცომში და დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან მოუსვით გათქვეფილი კვერცხი და მოასხით გამდნარი კარაქი.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან