კულინარია

სოკოსა და წიწიბურას ჩებურეკები (სამარხვო)

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.04, 2021 წელი

სოკოს ჩებურეკი
დაკოპირებულია

სამარხვო ცომეული „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: ცომი – 250 მილი­ლიტრი წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 500 გრამი ფქვილი.

შიგთავსი: 100 გრამი წიწიბურა, 100 გრამი ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 100 გრამი სტაფილო, 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი, ზეთი, შავი პილპილი, კამა, ქინძი მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: წიწიბურა გარეცხეთ და მო­ხა­რშეთ, ხარშვისას სულ ცოტა მარილი ჩაუმატეთ. ზეთში მოშუშეთ დაჭრილი სოკო, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. აურიეთ კარგად. ჩაუმატეთ გახეხილი სტაფილო. აურიეთ. დაასხით სოიის სოუსი და კარგად ჩაშუშეთ. ბოლოს დაუმატეთ გასრესილი ნიორი. ეს ყველაფერი შეურიეთ მოხარშულ წიწიბურას, დაუმატეთ მარილი და პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და აურიეთ.

მოზილეთ ცომი. გააჩერეთ თხუთმეტი წუთი. გაყავით მომცრო გუნდებად. გააბრტყელეთ სათითაოდ, თითოეულს დაადეთ შიგთავსი და გააკეთეთ ლამაზი, პატარა ჩებურეკები. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით ნებისმიერ სოუსთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი