კულინარია

სოკოს სალათა ნინუცა მაყაშვილისგან

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.05, 2023 წელი

ნინუცა მაყაშვილის კერძი
დაკოპირებულია

ნინუცა მაყაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

მიყვარს კერძების მომზადება, თუმცა, ხშირად ვერ ვახერხებ. ახლა ის სეზონია, როცა ახალი ბოსტნეული შემოდის, ჩემი ინტერპრეტაციით, ბევრნაირს ვურევ ერთმანეთში და ძალიან გემრიელი გამომდის. სალათების გარდა, უგემრიელეს წვნიანებს, აჯაფსანდალსა და ბრინჯის კერძებსაც ვამზადებ. ზოგადად, ხორცეული არ მიყვარს, ამიტომ არც ვაკეთებ. ყველაზე მეტად საჭმელებიდან სუში მიყვარს, შემიძლია, უზომოდ მივირთვა და გადასარევად ვამზადებ. შემოგთავაზებთ სოკოს სალათის რეცეპტს, რომელიც უგემრიელესია და მსუბუქი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი სოკო

🔸 4 კვერცხი

🔸 1 თავი წითელი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸3 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 3 ცალი კიტრი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 1 კონა კამა

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოხარშული კვერცხი, ხახვი, კიტრი, კამა, მწვანე ხახვი დაჭერით. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და შეაზავეთ მაიონეზით, არაჟნითა და წვრილად დაჭრილი ნივრით. კარგად ამოურიეთ და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი