კულინარია

შოკოლადისა და ვანილის პუდინგი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.01, 2021 წელი

შოკოლადისა და ვანილის
პუდინგი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: ბისკვიტი- 2კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 120 გრამი ზეთი, 150 გრამი რძე, 2 სადილის კოვზი კაკაო, 1 შეკვრა ტკბილი ვანილი, 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 180 გრამი ფქვილი. 

ვაჟინი - 100 მილილიტრი რძე, 50 გრამი ცხიმიანი შოკოლადი. 

პუდინგი - 700 მილილიტრი რძე, 4 სადილის კოვზი შაქარარი, 2 შეკვრა ვანილის პუდინგი.

გასაფორმებლად: 30 გრამი შავი შოკოლადი. ცოტა საკონდიტრო ,,კონფეტი".

მომზადების წესი: თასში ათქვიფეთ კვერცხი. მოაყარეთ შაქარი და კიდევ ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ზეთი, შემდეგ დაუმატეთ რძე და აურიეთ. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კაკაო, შეურიეთ გამაფხვიერებელი და ვანილი. შემდეგ ჩაასხით კვერცხიანი მასა და მოამზადეთ ცომი. მოათავსეთ 22-24 დიამეტრის ცხიმწასმულ, მრგვალ ფორმაში და გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ბისკვიტი ცოტა გააცივეთ. შემდეგ გადაატრიალეთ.

მოამზადეთ დასანამი ვაჟინი: რძეში მოათავსეთ შოკოლადი და გააცხელეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე,სანამ შოკოლადი სრულად არ გადნება. ბისკვიტი რამდენიმე ადგილას ჩხირით ცაცხვლიტეთ და თბილივე დანამეთ.

მოამზადეთ პუდინგი: ცეცხლგამძლე თასში ჩაასხით რძე, დაუმატეთ შაქარი და პუდინგი. აურიეთ. დადგით ძალიან დაბა ცეცხლზე, მიიყვანეთ მასა შესქელებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. ცოტა რომ გაცივდება, მოასხით ბისკვიტს. ორი საათის შემდეგ მორთეთ გახეხილი შავი შოკოლადითა და საკონდიტრო ,,კონფეტით".

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი