კულინარია

შემწვარი ყაბაყი სოკოთი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.03, 2024 წელი

შემწვარი ყაბაყი სოკოთი
დაკოპირებულია

ყაბაყის და სოკოს გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი მოზრდილი ყაბაყი

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 მარილი, ცხარე, შავი პილპილი

🔸 150 გრამი ნაღები

🔸 100 მილილიტრი სოკოს კუბიკის ბულიონი

🔸 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი

🔸 1 კონა მწვანე ხახვი, მწიკვი შაქარი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით წრეებად. სოკოები გაჭერით ოთხად, გაცხელებულ დიდ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაყარეთ ყაბაყი და სოკო და შეწვით საკმაოდ ძლიერ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში: მოამზადეთ სოუსი – თასში ჩაასხით ბულიონი, გააცხელეთ, ცალკე ნაღებში შეურიეთ კარტოფილის ფქვილი, ჩაასხით ბულიონში და წამოადუღეთ, გადმოდგით და ჩაყარეთ მასში წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, აურიეთ. უყავით სულ ცოტა შაქარი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი და მზად არის. ყაბაყი და სოკო გადმოიღეთ ლანგარზე და მოასხით სოუსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა