კულინარია

შემწვარი გოგრა ხორცისა და ბოსტნეულის ფარშით

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.01, 2021 წელი

შემწვარი გოგორა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 1 გოგორა, 200 გრამი ნუშის გული, 250 გრამი ოსპი, 100 გრამი საქონლის ფარში, 2 კბილი ნიორი, 2 პომიდორი, 200 მილილიტრი რძე, 1 ცხარე წიწაკა, 1 კონა ოხრახუში, ნახევარი კონა ისპანახი, ზეთი, მარილი, პილპილი და სუნელები-გემოვნებით. 

 

მომზადების წესი: გოგრას მოაჭერით თავი და ამოაცალეთ თესლი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, შიგნიდან წაუსვით ზეთი და შედეთ 180ნ გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით, სანამ დაიბრაწება.
ნიორი დანაყეთ, წიწაკა და პომიდორი დაჭერით, დაკეპეთ ოხრახუში. ტაფაში გაახელეთ ორი სუფრის კოვზი ზეთი, დაუმატეთ ნიორი და სანელებელი და შუშეთ 1 წუთის განმავლობაშ, დაუმატეთ ხორცის ფარში, პომიდორი, რძე, ოსპი და წიწაკა. შუშეთ 15 წუთის განმავლობაში. როცა სოუსი შესქელდება, დაუმატეთ ისპანახი, ნახევარი ოხრახუში, მარილი და პილპილი.
მომზადებული მასა მოათავსეთ შემწვარ გოგრაში, მოაყარეთ დაჭრილი ნუშის გული და ოხრახუში.

სომელიე თეიმურაზ ბენიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი