კულინარია

სამეფო ბურგერი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.05, 2023 წელი

სამეფო ბურგერი
დაკოპირებულია

გემრიელი ბურგერის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸600 გრამი საქონლის და ღორის ხორცი

🔸 150 გრამი ნახევრად მოხარშული ბრინჯი

🔸100 გრამი ბეკონი

🔸150 გრამი მაგარი ყველი

🔸 150 გრამი რბილი ყველი (მოცარელა)

🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი ცხარე წიწაკა ჩილი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნახევრად მოხარშული მრგვალმარცვლიანი ბრინჯი შეურიეთ ფარშში, დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, კარგად აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 15 წუთით. მოცარელა და მაგარი ყველი დაჭერით კუბიკებად ან გახეხეთ და შეურიეთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა ჩილი. ხახვი დაჭერით რგოლებად. თითოეულ რგოლებს შემოახვიეთ ბეკონის ნაჭრები. ფარშისგან გააკეთეთ სამი კატლეტის გუნდა, სათითაოდ „წამოაცვით“ შუშის ბოთლზე, რომ ფორმა მისცეთ. შემდეგ მჭიდროდ შემოახვიეთ ბეკონი – თითოეულ კატლეტზე სამი ნაჭერი ბეკონი მაინც იქნება საჭირო. მოაცილეთ ბოთლს და ჩაღრმავებაში ჩაყარეთ ორივენაირი ყველი, ზემოდან დაადეთ ბეკონიანი ხახვის რგოლები, თითო კატლეტზე შეგიძლიათ ორი ბეკონიანი ხახვის რგოლი დადოთ, გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი