სამარხვო გარნირი ყვავილოვანი კომბოსტოთი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.12, 2021 წელი
მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 700 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო
🔸 150 გრამი სტაფილო
🔸 150 გრამი ხახვი
🔸 200 გრამი სოკო
🔸 ნახევარი კონა რეჰანი
🔸 50 მილილიტრი წყალი
🔸 მარილი
🔸 3 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ და ორივე მოშუშეთ 2 სადილის კოვზ ზეთში. ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ, ბლენდერში დააქუცმაცეთ და დაუმატეთ მოშუშულ სტაფილოსა და ხახვს. აურიეთ კარგად და მოშუშეთ თავდახურულ ტაფაში 10-12 წუთის განმავლობაში. სოკო დაჭერით მსხვილად და შებრაწეთ ცალკე ტაფაზე მცირე რაოდენობის ზეთში. მზა სოკო შეურიეთ ბოსტნეულს, დაუმატეთ ცოტა მარილი, პილპილი და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით !
სიახლეები ამავე კატეგორიიდან