კულინარია

რაგუ ღორის ხორცითა და კომბოსტოთი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.01, 2023 წელი

რაგუ ღორის ხორცითა და
ბოსტნეულით
დაკოპირებულია

ხორცის და ბოსტნეულის გემრიელი რაგუს რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი ღორის ხორცი

🔸 300 გრამი კომბოსტო

🔸 300 გრამი დაჭრილი და დამწნილებული კომბოსტო

🔸 150 გრამი მჟავე ვაშლი

🔸 200 მილილიტრი კუბიკის ბულიონი

🔸 400 გრამი პომიდვრის წვენი

🔸 სულ ცოტა შაქარი

🔸 100 გრამი ხახვი

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 მარილი, წითელი წიწაკა.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოამზდეთ ბულიონი საქონლის კუბიკისგან. ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი - ძალიან წვრილად, კომბოსტო კი დაკეპეთ. მოამზადეთ პომიდვრის წვენი. ან ტომატ-პასტა გახსენით 400 მილილიტრ წყალში.

აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. მოათავსეთ მასში ხორცი და ზემოდან მოაყარეთ ხახვი და კომბოსტო. დაასხით ბულიონი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ შაქარი, დაფნის ფოთოლი, კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, დამწნილებული კომბოსტო და პომიდვრის წვენი. კიდევ 30 წუთი ხარშეთ და მზად არის. ბოლოს უყავით მარილი და წითელი წიწაკა. იდეალურია მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი