კულინარია

პომიდორში ჩახრაკული ქათამი ნიგვზით ნატა გულიაშვილისგან

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.12, 2022 წელი

ნატა გულიაშვილის კერძი
დაკოპირებულია

ნატა გულიაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

როცა დრო მრჩება, მომწონს სამზარეულოში ტრიალი. ძალიან მიყვარს ხორციანი კერძები და თავადაც კარგად გამომდის. სხვათა შორის, ჩემი მომზადებული მაყალზე შემწვარი ბროწეულსა და შავ ღვინოში ჩაბასტურმებული ხორცის მწვადი ყველას მოსწონს. ასევე, კარგად გამომდის სალათები, წვნიანები, ბაჟე და ტკბილეულიდან – ჩინური ტორტი. ჩემს საყვარელ ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს მინდა, შევთავაზო პომიდორში ჩახრაკული ქათმის რეცეპტი, რომელიც უგემრიელესია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸1 ქათამი

🔸 3 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 200 გრამი პომიდორი

🔸1 ჩაის ჭიქა დანაყილი ნიგოზი

🔸 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 1 კონა ოხრახუში, მარილი და წიწაკა კი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათამი დაჭერით და შეწვით. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში. დაუმატეთ დაჭყლეტილი და კანგაცლილი პომიდორი და შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ფერს არ შეიცვლის. ნიგოზში აურიეთ სანელებლები, გახსენით წყალში და დაასხით პომიდორს. მომზადებულ სოუსში ჩააწყვეთ შემწვარი ქათამი. შეაგემეთ მარილითა და წიწაკით. თუ წვენი ცოტა იქნება, წყალი დაუმატეთ და რამდენიმე წუთი კიდევ შუშეთ, ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი