კულინარია

პიცა-ფუნთუშა კვერცხითა და რძით

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.05, 2023 წელი

პიცა-ფუნთუშა
დაკოპირებულია

გემრიელი პიცის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი მოზრდილი ბურგერის ფუნთუშა

🔸 30 გრამი მაგარი ყველი

🔸 ნახევარი პომიდორი

🔸 30 გრამი უცხიმო ძეხვი

🔸 1 ჩაის კოვზი მაიონეზი

🔸 1 ჩაის კოვზი კეტჩუპი

🔸 2 სადილის კოვზი რძე

🔸 1 კვერცხი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფუნთუშა თუ მთლიანია, გაჭერით შუაში, სიბრტყეზე. ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი და კეტჩუპი, უყავით მარილი და წაუსვით ფუნთუშის ნაჭრებს შიგნითა მხრიდან. შემდეგ შეაერთეთ და ძალიან ბასრი დანით ჩაჭერით ექვს ადგილას (ტორტივით). დაჭერით პომიდორი, ყველი, ძეხვი და მოათავსეთ ამ ჩანაჭრებში. ასე მომზადებული ფუნთუშა ჩადეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, მოასხით ერთად ათქვეფილი კვერცხი და რძე და გამოაცხვეთ აირღუმელში 180 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი