კულინარია

პასტა პენე კრევეტებით, პარმეზანითა და ბროკოლით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.02, 2023 წელი

პასტა პენე კრევეტებით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ უგემრიელესი პასტის რეცეპტს გიზიარებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი პასტა პენე

🔸200 გრამი კრევეტები

🔸 100 გრამი ბროკოლი

🔸200 მილილიტრი ნაღები

🔸 30 გრამი კარაქი

🔸 20 მილილიტრი ზეითუნის ზეთი

🔸 70 გრამი ყველი პარმეზანი

🔸 4 კბილი ნიორი

🔸 მარილი და დაღერღილი წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კრევეტები დაჭერით. ადუღებულ მარილიან წყალში ჩაყარეთ პასტა პენე და ხარშეთ 10-15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მოასხით ცოტა ზეთი, რომ არ მიიკრას. ბროკოლი გააცალკევეთ და დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთით. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კარაქი, ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კრევეტები, მოაყარეთ მარილი და შეწვით მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 5-7 წუთით, თან გამუდმებით ურიეთ. ამოიღეთ შემწვარი კრევეტები თასზე და დარჩენილ ცხიმსა და ნიორს დაუმატეთ ნაღები, ნახევარი გახეხილი პარმეზანი, ჩაყარეთ ბროკოლი და შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. მზა ნაღების მასას დაუმატეთ მოხარშული პენე, დაახურეთ თავსახური და შუშეთ 2-3 წუთით. შემდეგ, დააყარეთ შემწვარი კრევეტები, ამოურიეთ და პასტა პენე მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი