კულინარია

ნუგბარი „ჩიტის რძე“

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.01, 2023 წელი

ნუგბარი ჩიტის რძე
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸2 ცალი კვერცხი

🔸 1 ჭიქა შაქარი, ცოტა ვანილის შაქარი

🔸 2-3 სადილის კოვზი ლიქიორი

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸 1 ჭიქა ჟოლოს ჯემი

🔸 600 გრამი არაჟანი

🔸 3 სადილის კოვზი ჟელატინი

🔸 3 ჭიქა წყალი

🔸 ნახევარი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი 👩‍🍳

1 სადილის კოვზ ჟელატინს დაასხით ცივი წყალი. აცადეთ, კარგად გაფუვდეს და მერე დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის ცილა აღარ დაგჭირდებათ. ძალიან კარგად ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. ჩაუმატეთ ლიმონის წვენი. ვანილის შაქარი და 2-3 სადილის კოვზი ლიქიორი. ათქვიფეთ კარგად. შეურიეთ 200 გრამი არაჟანი და დაუმატეთ ჟელატინი. კიდევ აურიეთ.

შეარჩიეთ შესაფერისი ჭურჭელი - სილიკონის ფორმა და ჩაასხით მასში ჟელატინიანი მასა. მოათავსეთ მაცივარში, სანამ არ გამაგრდება. მაცივრიდან გამოღებული ჭურჭელი ფსკერით ფრთხილად ჩაუშვით ცხელ წყალში. შემდეგ გადმოიღეთ ლანგარზე.

მოამზადეთ მეორე ფენა: 200 გრამი არაჟანი და 1, 5 სადილის კოვზი შაქარი ძალიან კარგად ათქვიფეთ. ჟოლოს ჯემი გადმოიღეთ ჭიქაში, აცადეთ შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ წმინდა ბადეში გაატარეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ჟელატინი და აურიეთ. ესეც ჩაასხით იმ ფორმაში, სადაც პირველი ფენა მომზადდა. შედგით მაცივარში და შემდეგ ეს ფენაც ამოიღეთ. დაადეთ პირველ ფენას და მესამე ფენისთვის 200 გრამ არაჟანს შეურიეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, ერთი ჩაის კოვზი კაკაო და კარგად ათქვიფეთ. ამასაც შეურიეთ 1 სადილის კოვზი ჟელატინი და ესეც იგივე ფორმაში გააცივეთ მაცივარში. შემდეგ ამოიღეთ და დაადეთ პირველ ორ ფენას. თქვენი დესერტი მზად არის. შეგიძლიათ, სამივე ფენა ერთდროულად მოამზადოთ - ცოტა ღრმა ფორმა დაგჭირდებათ. ჯერ პირველ ფენას ჩაასხამთ, გააცივებთ, შემდეგ მეორეს, მესამეს და ბოლოს ერთად ამოიღებთ. არაჩვეულებრივი დესერტია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი