ნამცხვარი ხილითა და ნიგვზით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.09, 2021 წელი
ხილისა და ნიგვზის ნამცხვრის უგემრიელეს რეცეპტს ,,თბილისელები" გიზიარებთ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 ცომი – 300 გრამი ფქვილი
🔸 140 გრამი – 2/3 ჭიქა კეფირი (ან მაწონი)
🔸 2 კვერცხი, 100 გრამი შაქარი
🔸 50 გრამი კარაქი, 60 გრამი ზეთი
🔸 2 სადილის კოვზი კონიაკი
🔸 1 ჩაის კოვზი სოდა, ცოტა მარილი.
ასევე დაგჭირდებათ – 3 ცალი ვაშლი, 1 ცალი მსხალი, 2 ცალი ლეღვი, 2 სადილის კოვზი ნიგოზი, 120 გრამი შაქარი, 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული.
მომზადების წესი 👩🍳
ხილი გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით კუბიკებად 2 ვაშლი და მსხალი. მოაყარეთ 100 გრამი შაქარი და მანანის ბურღული. აირღუმელი გააცხელეთ. თასში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, 100 გრამი შაქარი, კეფირი, მარილი და სოდა. დაუმატეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ შეურიეთ ზეთი. აურიეთ ძალიან კარგად და ათქვიფეთ. დაუმატეთ კონიაკი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაუმატეთ ხილის ასორტი და ამოურიეთ.
მოამზადეთ 28 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმა. წაუსვით კარაქი და მოაყარეთ მანანის ბურღული. ჩაასხით მასში ცომი. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ლეღვი და ვაშლი. მოაყარეთ შაქარი და დაჭრილი ნიგოზი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 55 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან