კულინარია

ნამცხვარი ალუბლითა და შოკოლადით

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.05, 2023 წელი

ნამცხვარი ალუბლითა და
შოკოლადით
დაკოპირებულია

გემრიელი შოკოლადის ტკბილეულის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 220 გრამი კარაქი

🔸 200 გრამი ფქვილი

🔸 150 გრამი შაქარი

🔸 4 კვერცხი

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸1 შეკვრა ვანილი, სულ ცოტა მარილი

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸 400 გრამი ალუბალი

🔸 40 გრამი შავი შოკოლადი

🔸 შაქრის პუდრა.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძალიან კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეურიეთ დარბილებული კარაქი (180 გრამი), ნელ-ნელა შეურიეთ ცომის გამაფხვიერებელი, ვანილი, მარილი და ფქვილი. ათქვიფეთ ძალიან კარგად და მოამზადეთ ცომი. შეიძლება, ცოტა მეტი ფქვილი დაგჭირდეთ. გაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთში შეურიეთ კაკაო და კარგად ათქვიფეთ. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი (ფორმა უნდა იყოს კექსის, 24-26 სანტიმეტრი დიამეტრის). ჯერ ერთი ნაწილი გამოაცხვეთ, მერე მეორე. ალუბალი ორივე ცომში ზემოდან დაალაგეთ და თითით ოდნავ ჩასვით ცომში.

მოამზადეთ გლაზური - პატარა ქვაბში გაადნეთ 40 გრამი კარაქი და შავი შოკოლადი. მოასხით კაკაოიან კექსს, თეთრს კი მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი