კულინარია

მაკარონი „ნიჟარა“ სოკოთი და ლორით

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.03, 2023 წელი

მაკარონი სოკოთი
დაკოპირებულია

მაკარონის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი მაკარონი – „ნიჟარა“

🔸 100 გრამი კარაქი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸700 გრამი ქამა სოკო (რომელსაც წინასწარ 5 წუთით მდუღარე მარილიან წყალში მოათავსებთ შემდეგ კი გადაწურავთ)

🔸 300 გრამი ლორი

🔸 300 გრამი გახეხილი მაგარი ყველი

🔸 200 მილილიტრი ნაღები

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

მაკარონი მოხარშეთ, გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. მოზრდილ მაღალკედლიან ტაფაში გაადნეთ კარაქი, მასში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ლორი, დაჭრილი სოკო, მარილი, შავი პილპილი და განაგრძეთ მოშუშვა. ჩაუმატეთ მაკარონი, კარგად აურიეთ და დაუმატეთ გახეხილი ყველის მესამედი, ისევ აურიეთ, მოასხით ნაღები, კიდევ აურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ტაფაში, მოაყარეთ ყველი ისე, რომ სულ დაიფაროს, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი