კულინარია

ყველისა და კვერცხის ნაზავში დაბრაწული ქათმის ფილე ნინო ძოწენიძისგან

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.01, 2023 წელი

ნინო ძოწენიძის კერძი
დაკოპირებულია

ნინო ძოწენიძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

გემრიელი კერძებიც მიყვარს და გემრიელადაც ვამზადებ. ჩემს ოჯახში ქართულ კერძებს ყოველთვის განსაკუთრებულად ამზადებენ და ეს ალბათ, გენეტიკურად მეც დამყვა. ზოგადად, უპირატესობას ჯანსაღ კვებას და პროდუქტებს ვანიჭებ და ვცდილობ, ზედმეტი საკვებისგან თავი შევიკავო, განსაკუთრებით ღამის საათებში. თუმცა, სადღესასწაულო დღეებში ეს ცოტა რთულია. მინდა შემოგთავაზოთ, ყველისა და კვერცხის ნაზავში შებრაწული ქათმის ფილე, რომელიც ხრაშუნა, გემრიელი და ამავდროულად, საკმაოდ მარტივად მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸500 გრამი ქათმის ფილე

🔸 200 გრამი ყველი

🔸 2 კვერცხი

🔸 100 გრამი ფქვილი

🔸 მარილი და პილპილი - გემოვნებით

🔸 ზეთი - შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყველი წვრილად გახეხეთ. კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ. ფქვილს შეურიეთ მარილი და პილპილი. ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და რიგრიგობით ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და შემდეგ, ყველში. დაალაგეთ ზეთმოსხმულ ტაფაზე და დაბრაწეთ ორივე მხრიდან. მიირთვით სასურველ სოუსთან და სალათასთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი