კულინარია

ქათმისა და ლორის სალათა აჯიკით

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.01, 2022 წელი

ქათმისა და ლორის სალათა
დაკოპირებულია

გემრიელი ქათმის სალათის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇 

 

 

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 სადილის კოვზი აჯიკა

🔸 150 გრამი მაიონეზი

🔸 250 გრამი პომიდორი

🔸 100 გრამი გახუხული პური

🔸 150 გრამი ლორი

🔸 200 გრამი ქათმის ფილე

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 მარილი გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით ყველა ინგრედიენტი თანაბარი ზომის მოგრძო ნაჭრებად. ქათმის ფილე შეწვით ცოტა ცხიმში, მოაყარეთ მარილი, გადმოიღეთ ცალკე და იმავე ტაფაში შეწვით ლორი. დაჭერით პური მოგრძო ნაჭრებად და გახუხეთ ღუმელში. თეფშზე ააწყვეთ სალათა ფენებად: ჯერ ქათმის ხორცი და პომიდვრის ნაწილი დადეთ, მოასხით ნივრის, მაიონეზისა და აჯიკის ნარევი. შემდეგ – ლორი, დარჩენილი პომიდორი და ისევ მაიონეზის ფენა. ზემოდან მოაყარეთ გახუხული პურის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი