კულინარია

ქათმის ფილე ნაღებისა და ნიგვზის სოუსში

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.02, 2023 წელი

ქათმის ფილე ნაღებითა და
ნიგვზით
დაკოპირებულია

ქათმის ფილე მარტივად და ორიგინალურად ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600-700 გრამი ქათმის ფილე

🔸 250 მილილიტრი ნაღები

🔸 80 გრამი ნიგოზი

🔸50 გრამი ისპანახი

🔸 2-3 კბილი ნიორი

🔸 ზეთი

🔸 ცოტა მარილი

🔸 პილპილი

🔸 ცოტა იტალიური სუნელი

🔸 8 ცალი პომიდორი ჩერი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფილე ოდნავ დაბეგვეთ ორივე მხრიდან. წაუსვით ცოტა სუნელი და გასრესილი ნიორი. შებრაწეთ ზეთიან ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. კარგად დაბრაწეთ.

ნიგოზი დააბლენდერეთ. ისპანახი კარგად გარეცხეთ და ისიც დააბლენდერეთ. იმ ტაფაზე, სადაც ფილე შეწვით ჩაასხით ნაღები და დადგით დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ნიგოზი და ისპანახი. ნელი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაალაგეთ მასში ფილეს ნაჭრები. კიდევ 10 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ და მოაყარეთ შუაზე გაჭრილი „ჩერი“.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი