კულინარია

ქათმის ფილე ღვინით, სოკოთი და ტარხუნით თაკო აბაშიძისგან

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.01, 2021 წელი

თაკო აბაშიძის კერძი
დაკოპირებულია

გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი საკვები და ეს ჩემს ვიზუალსაც ეტყობა (იცინის). მართალია, ბევრს არ ვჭამ, მაგრამ ასეთი აღნაგობა მაქვს და დიეტასაც ვერ ვიცავ. არ შემიძლია, ვიშიმშილო, ან გრამობით მივირთვა. ვარჯიშისთვის კი დრო არ მრჩება. თუმცა, ვცდილობ ჯანსაღი პროდუქტებისგან მომზადებული საკვები მივირთვა. თავადაც საკმაოდ კარგი მზარეული ვარ, არც ექსპერიმენტებს ვერიდები და განსაკუთრებულად მიყვარს ქათმის ხორცისგან სხვადასხვა კერძების ზადება. 

ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს კი შევთავაზებ უგემრიელესი და უცხო კერძის რეცეპტს - ქათმის ფილეს ღვინით, სოკოთი და ტარხუნით. მჯერა, ვინც ერთხელ მოამზადებს და ოჯახის წევრებს და ახლობლებს გაასინჯებს, არაერთხელ მოუწევს მისი მომზადება.

საჭირო ინგრედიენტები:

🔴 4 ცალი ქათმის ფილე

🔴 200 გრამი სოკო

🔴 3 კბილი ნიორი

🔴 2 ჩაის კოვზი მდოგვი

🔴 1 თავი ხახვი

🔴 1 კონა ტარხუნა

🔴 400 მილილიტრი თეთრი ღვინო

🔴 ზეითუნის ზეთი

🔴 მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით

👩‍🍳 მომზადების წესი:

👉 ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შეწვით ქათმის ფილე. რომ დაიბრაწება, გადმოიღეთ და იგივე ტაფაში შეწვით დაჭრილი სოკო. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი და განაგრძეთ შუშვა.

👉 შემდეგ, დაამატეთ მდოგვი, დაჭრილი ტარხუნის ნახევარი, ღვინო და წამოადუღეთ, დაახლოებით 2 წუთით. ჩააბრუნეთ ქათმის ხორცი ტაფაში, დააფარეთ თავზე და შუშეთ 10 წუთი.

👉 შემდეგ გადახადეთ თავსახური და კიდევ 5 წუთი დააყოვნეთ. ბოლოს მზა კერძს დაამატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი ტარხუნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი