კარტოფილისა და სტაფილოს „გამომცხვარი“
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.06, 2022 წელი
კარტოფილის და სტაფილოს გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1,5 კილოგრამი კარტოფილი
🔸 200 გრამი სტაფილო
🔸 200 გრამი ხაჭო
🔸 200 მილილიტრი 20-პროცენტიანი ნაღები
🔸 მარილი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი.
მომზადების წესი 👩🍳
სტაფილო და კარტოფილი დაჭერით ძალიან თხელ ფირფიტებად, თასში ერთად მოათავსეთ და ხელით კარგად ამოურიეთ.
ცხიმის მაღალი შემცველობის ხაჭოს შეურიეთ ნაღები, მდოგვი, მარილი და დააბლედერეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი. აურიეთ კარგად და მოასხით ბოსტნეულს. აურიეთ. გადაიტანეთ მრგვალ გამოსცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე საათ-ნახევრის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან