კულინარია

კარტოფილისა და სოკოს მობრაწულა

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.05, 2023 წელი

ისპანახის ბლინები
დაკოპირებულია

კარტოფილისა და სოკოს მობრაწულას რეცეპტი „თბილისელებისგან“.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ნახევარი ჭიქა რძე

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 150 გრამი სოკო

🔸 6 ცალი კარტოფილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ჭიქა გახეხილი ყველი

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი და სოკო წვრილად დაჭერით. მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და თხელ რგოლებად დაჭერით. ხახვი და სოკო კარაქში მოშუშეთ, დაუმატეთ რძე და ბლენდერით ათქვიფეთ, შეურიეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ყველი. ცოტა ყველი და არაჟანი შეინახეთ.

საცხობ ფორმაში მოათავსეთ სოუსი, ზედ დააწყვეთ კარტოფილის ნაჭრები, მოასხით სოუსი და ასე გააკეთეთ ყველა ფენა, ბოლო კარტოფილის ფენას წაუსვით არაჟანი, მოაყარეთ ყველი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით, სანამ ზემოდან მოიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი