კულინარია

კარტოფილის ბლინები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.01, 2021 წელი

კარტოფილის ბლინები
დაკოპირებულია

სომელიე თეიმურაზ ბენიძე „თბილისელების“ მკითხველებს კარტოფილის ბლინების რეცეპტს სთავაზობს.

საჭირო ინგრედიენტები:

👉 4 ცალი კარტოფილი

👉 200 გრამი ფქვილი

👉 1 პაკეტი გამაფხვიერებელი

👉 1/3 ჩაის კოვზი მარილი

👉 3 სადილის კოვზი რძე

👉 60 გრამი კარაქი

👨‍🍳 მომზადების წესი:

მოამზადეთ კარტოფილის პიურე. პარალელურად, ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, კარაფი და კარგად შეაზილეთ. ამ მასას დაუმატეთ კარტოფილის პიურე და რძე. მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ ელასტიკურ ცომს.

მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად, მოათავსეთ ცელოფანში და გააჩერეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ, კარგად გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედის ფორმის ნაჭრებად.

გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. მიირთვით არაჟანთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი