კალმახი მარინადში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.10, 2021 წელი
„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კალმახი მარინადში.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი კალმახი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 3 ცალი პომიდორი
🔸 მარილი, შავი პილპილი
🔸 პილპილის ბურთულები, დაფნის ფოთოლი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა.
მომზადების წესი 👩🍳
გაასუფთავეთ თევზი და დაჭერით ულუფებად. კუდის ნაწილისგან მოხარშეთ ბულიონი. დაუმატეთ ბულიონს მარილი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილის ბურთულები, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. მოხარშული სტაფილო – რგოლებად. ბულგარული წიწაკა კი – კუბიკებად. პომიდორს გადააცალეთ კანი და რბილობი დააქუცმაცეთ. ბოსტნეულს დაასხით გაფილტრული თევზის ბულიონი. იდუღოს 5 წუთი. დაუმატეთ მარილი და პილპილი. სქელი სოუსი უნდა გამოვიდეს. გააჩერეთ, რომ ცოტა გაცივდეს, ჩაალაგეთ მასში თევზის ნაჭრები და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში. ძალიან უხდება მოხარშული კარტოფილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან