კულინარია

ყაბაყისა და ყველის ბლინები შორენა იმნაძისგან

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.03, 2023 წელი

შორენა იმნაძის კერძი
დაკოპირებულია

შორენა იმნაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

დედა მყავს ძალიან კარგი კულინარი, მისი წყალობით, ბევრი ქართული კერძის მომზადება ვისწავლე. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სამზარეულოში ხშირად ვერ ვფუსფუსებ, თუმცა, თუ მოვინდომე, გემრიელი და არომატული სადილის მომზადება შემიძლია. ძალიან ბევრი ქვეყნის სამზარეულო მაქვს გასინჯული და მიმაჩნია, რომ ქართული კერძების გემოს ვერანაირი უცხოური კერძი ვერ შეცვლის. ხშირ შემთხვევაში, სწორ კვებაზე ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, მიდიეტია. ასე თუ ისე, ფორმაში უნდა ვიყო და ამას ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, რადგან თითქმის ყოველდღე მიწევს სცენაზე დგომა. ვცდილობ, გვიან არ ვჭამო და ასევე, ძალიან ბევრს დავდივარ, თუმცა წონის კლების გამო – არა, უბრალოდ, მიყვარს ფეხით გასეირნება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩემს სხეულს, იყოს ტონუსში. შემიძლია, შემოგთავაზოთ ყაბაყისა და ყველის ბლინები, რომელიც ადვილად მოსამზადებელია, გემრიელია და მხოლოდ სამი ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო სჭირდება.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 ცალი ყაბაყი

🔸 2 კვერცხი

🔸 150 გრამი ყველი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გახეხეთ, დააყარეთ მარილი და 5 წუთი გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას. ათქვიფეთ კვერცხი პილპილთან ერთად. ყაბაყი კარგად გაწურეთ და შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს. შეწვით ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, როცა ამოაბრუნებთ, მოაყაროთ გახეხილი ყველი და რულეტივით გადაახვიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი