კულინარია

გუფთები ინდაურის ფარშისგან

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.01, 2023 წელი

გუფთები ინდაურის
ფარშისგან
დაკოპირებულია

ინდაურის გუფთების რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 450 გრამი ინდაურის ფარში

🔸 200 გრამი ბურღული „პერლოვკა“

🔸1 ცალი ხახვი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 ცოტა მდნარი ყველი

🔸 ზეთი

🔸 შავი პილპილი

🔸 მარილი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბურღულს დაასხით წყალი და მოხარშეთ. შემდეგ შეურიეთ ფარშში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი და ზეთში მოშუშული ხახვი, უყავით მარილი, შავი პილპილი და აურიეთ კარგად. ხელით რამდენჯერმე დატკეპნეთ. გაყავით 12 ნაწილად და გააკეთოთ გუფთები. შეწვით სათითაოდ ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

პომიდორი დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად. ჩაალაგეთ გუფთები მოზრდილ ტაფაში, შემოულაგეთ თითოეულს პომიდვრის ნაჭრები და დაახურეთ ტაფას თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში თავსახური არ ახადოთ. შემდეგ თითო გუფთას ზემოდან დაადეთ მდნარი ყველის მომცრო ნაჭერი. კიდევ ცოტა ხანი იყოს თავდახურული და ყველი რომ გადნება, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი