კულინარია

გემრიელი ექსპრესსაუზმე სალომე გოგიაშვილისგან

№23

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.06, 2022 წელი

სალომე გოგიაშვილის კერძი
დაკოპირებულია

სალომე გოგიაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

თავს არ ვი­ქებ, მა­გრამ სა­კმა­ოდ კა­რგი კუ­ლი­ნა­რი ვარ. რა­საც ვა­მზა­დებ, გე­მრი­ე­ლი გა­მო­მდის. ხანდა­ხან თა­ვად ვი­გო­ნებ ამა თუ იმ კერძს და ჩე­მი ინტე­რპრე­ტა­ცი­ით ვა­მზა­დებ. ზო­გა­დად, მთა­ვა­რია მო­ნდო­მე­ბა და სუ­რვი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გე­მრი­ე­ლი გა­მო­ვა. მი­ყვა­რს ჯა­ნსა­ღი კვე­ბა და წო­ნა­საც მა­ქსი­მა­ლუ­რად ვა­კო­ნტრო­ლებ. თუ დი­ე­ტა­ზე ვარ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ზე­დმე­ტი ვჭა­მო. ასეთ დროს თავს ვე­ჯი­უ­ტე­ბი. თუ დი­ე­ტა­ზე არ ვარ, სულ შო­კო­ლა­დი მი­ნდე­ბა და ამა­ზე სა­კუ­თარ თავს უა­რს ვერ ვე­უ­ბნე­ბი. შე­მო­გთა­ვა­ზე­ბთ, უა­დვი­ლე­სი ექსპრესსა­უ­ზმის რე­ცე­პტს, რო­მე­ლიც ნე­ბი­სმი­ერ დი­ა­სა­ხლსს გა­მო­ა­დგე­ბა.

სა­ჭი­რო ინგრე­დიე­ნტე­ბი:

🔸 50 მი­ლი­ლი­ტრი რძე

🔸 100 გრა­მი მა­გა­რი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი

🔸 1 ცა­ლი პო­მი­დო­რი

🔸 100 გრა­მი ძე­ხვი ან ლო­რი

🔸 3 კვე­რცხი

🔸 4 ნა­ჭე­რი პუ­რი, მა­რი­ლი – გე­მო­ვნე­ბით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

პუ­რი, ძე­ხვი და პო­მი­დო­რი და­ჭე­რით კუ­ბე­ბად. ყვე­ლი გა­ხე­ხეთ. კვერცხს შე­უ­რი­ეთ რძე, მა­რი­ლი და ათქვი­ფეთ. ტა­ფა­ზე და­ა­სხით ზე­თი ან გა­ა­დნეთ კა­რა­ქი და მო­ა­ყა­რეთ და­ჭრი­ლი პუ­რი. შე­მდეგ ფე­ნად ძე­ხვი და პო­მი­დო­რი. ბო­ლოს მო­ა­სხით კვე­რცხი და თა­ვზე ყვე­ლი მო­ა­ყა­რეთ. სუ­რვი­ლი­სა­მე­ბრ, შე­გი­ძლი­ათ, სხვა სა­ნე­ლე­ბლე­ბიც და­უ­მა­ტოთ. ტა­ფას თა­ვი და­ა­ხუ­რეთ და და­ბალ ცე­ცხლზე შე­ბრა­წეთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი