კულინარია

გამომცხვარი თევზი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 12:28 18.01, 2021 წელი

გამომცხვარი თევზი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:  800 გრამი პანგასიუსის ფილე, 200 გრამი ქამა სოკო, 250 მილილიტრი წყალი, 5 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 კონა მწვანე ხახი, 1 ცალი ცხარე წიწაკა ,,ჩილი", 2 სადილის კოვზი კუნჟუტი, ზეთი. 

მომზადების წესი:
სოკო გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ სოიის სოუსი. წვრილად დაჭერით წიწაკა და მწვანე ხახვი, მოაყარეთ სოკოს და გააჩერეთ ნახევარი საათი.
გამოსაცხობ ცოტა ღრმა ფორმას წაუსვით ზეთი. ტევზის ფილე გარეცხეთ, შეაშრეთ და ჩააწყვეთ ფორმაში. დაასხით სოკოს სოუსი-მარინადი.
მოათავსეთ ცხელ აირღუმელში, 200 გრადუსზე და დატოვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.
უკვე მზა კერძს მოაყარეთ კუნჟუტი და ცოტა მწვანე ხახვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი