კულინარია

გამომცხვარი კომში ნიგვზითა და თაფლით

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.01, 2023 წელი

გამომცხვარი კონში
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი კომში ნიგვზითა და თაფლით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 6 ცალი კომში

🔸 1 ჭიქა შაქარი

🔸 ნახევარი ჭიქა გატარებული ნიგოზი

🔸 6 ჩაის კოვზი თაფლი

🔸 4 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 ცოტა დარიჩინი და 6 ჩაის კოვზი კარაქი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კომში გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და ამოაჭერით გული. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი, ოდნავ მოაყარეთ შაქარი და დაალაგეთ კომში გაჭრილი მხარით ზემოთ. თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი კარაქი, ნიგოზი გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი თაფლი, თავზე მოაყარეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და ცოტა დარიჩინი. მოასხით ლიმონის წვენი. აცხვეთ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით, 30-40 წუთი. ამ დროში კომში უნდა დარბილდეს და დაიბრაწოს, თუ ასე არ არის, ცოტა ხანს კიდევ დატოვეთ ღუმელში და პერიოდულად, თავისივე გამოშვებული წვენი დაასხით.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი