გამომცხვარი კატლეტები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.02, 2021 წელი
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი საქონლის ხორცის ფარში, 100 გრამი კომბოსტო, 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1 კვერცხი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, ნახევარი კონა კამა, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 300 მილილიტრი წყალი, 100 გრამი ნაკლებად რბილი ყველი, ცოტა მარილი და პილპილი, 3 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი: თასში მოათავსეთ ფარში. დაუმატეთ ძალიან წვრილ ჩხირებად დაჭრილი კომბოსტო, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი ხახვი, ფქვილი, დაჭრილი კამა. მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ ძალიან კარგად. გააკეთეთ ფარშისგან კატლეტები. შეწვით ორივე მხრიდან ცხელ, ზეთიან ტაფაზე. ტომატ-პასტას დაუმატეთ ცოტა მარილი და გახსენით წყალში. კატლეტები ჩაალაგეთ გამოსახცობ ტაფაში. დაასხით მომზადებული ტომატ-პასტა, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრადუსზე. 15 წუთის შემდეგ მოხსენით ფოლგა, მოაყარეთ გახეხილი ყველი, ისევ მოათავსეთ აირღუმელში და 10 წუთში მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან